ამერიკის მერყევ შტატებში საარჩევნო უბნებმა მიიღეს ცრუ შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ
ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების დღეს არაერთ უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო.
ელექტრონული ფოსტით მსგავსი შეტყობინებები მიიღეს საარჩევნო უბნებმა ე.წ. მერყევ შტატებში, მათ შორის არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. მერყევს უწოდებენ იმ შტატებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ცრუ შეტყობინებებთან კავშირი რუსეთს ააქვს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა.
სიახლეები
- 20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი “ოცნებასო” – სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს” - გიორგი გამსახურდია
- „ეს მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაა“ - „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებაზე
- ტელეწამყვანი ვახო სანაია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
- “მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი