"უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საომარი მდგომარეობის პირობებში კიევისგან არჩევნების ჩატარებას არავინ ელოდება.
ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ომის დროს არჩევნები ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა.
„მსოფლიოში არც არავის მოუთხოვია და არც ითხოვს ამას უკრაინისგან. უკრაინაში გვყავს ადამიანები, რომლებიც ალბათ მოწყურებული არიან სახელმწიფოს შიგნით და არა სახელმწიფოსთვის ბრძოლას. მათ სურთ პოლიტიკური დავები სანგრებში, როგორც ტელესტუდიებში. უკრაინისთვის ეს დამღუპველია. უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
