"მექსიკის ახალ პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი მქონდა - ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა"- დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მიგრაციის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„მექსიკის ახალ პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა, ფაქტობრივად ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაკეტვას“, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ Truth Social-ის პლატფორმაზე.
მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ცნობით, დონალდ ტრამპს მიგრაციასთან დაკავშირებით მექსიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია აუხსნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მექსიკის პოზიციას არა საზღვრების ჩაკეტვა, არამედ მთავრობებსა და ხალხებს შორის ხიდების აშენება წარმოადგენს“, - წერს მექსიკის პრეზიდენტი X-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.
სიახლეები
- უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნე ისევ ენერგოობიექტებია
- "მე თუ მკითხავთ, თვითონ ოპოზიცია არ არის ლეგიტიმური"- ირაკლი ზარქუა
- "2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს" - ირაკლი კობახიძე
- "ვერ ეგუებიან, რომ საქართველო გახდა მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა"- მდინარაძე – ოპოზიციაზე
- "მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს"- ნინო წილოსანი ოპოზიციაზე