,,შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა"- კიმბერლი ლოუ

შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.

 „მეგობარი აქტი“ ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ.„ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე? ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში“, – აღნიშნა კიმბერლი ლოუმ.

მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, რატომ შეწყდა ევროკავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებები.

„მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწეული გაქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც თქვენ გადადგით ევროკავშირში შესასვლელად. ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა კიმბერლი ლოუმ.

წაკითხვა 56 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.