ნიუ-იორკში, სადაზღვევო კომპანია UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორი მოკლეს
ნიუ-იორკში, სადაზღვევო კომპანია UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ტომპსონი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრაიან ტომპსონს თავდამსხმელმა ადგილობრივი დროით დილის 06:45 საათზე მანჰეტენზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გარეთ ზურგში და ფეხში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ტომპსონი გარდაიცვალა.
პოლიცია აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
