,,ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დამყარება სურს, მას ცეცხლის შეწყვეტა სურს"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის მშვიდობისთვის.
დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მას მშვიდობის დამყარება სურს. ეს სიახლეა. მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. დეტალებზე არ გვისაუბრია. ის ფიქრობს, რომ დროა და პუტინმა უნდა იფიქროს, რომ დროა, რადგან როცა 700 000 ადამიანს კარგავ, დროა. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ზელენსკის ესაუბრა, თუ როგორ უნდა დასრულდეს სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც 2022 წლიდან მძვინვარებს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
