"ბელარუსში არის რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი" - ალექსანდრე ლუკაშენკო
ბელარუსში არის რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშნეკოს თქმით, „ვინც ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, გამოდის, გამორჩათ, როგორ შეიტანა ბელარუსმა ბირთვული შეიარაღება საკუთარ ტერიტორიაზე“.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მან მტრები და მოწინააღმდეგეები გააფრთხილა, რომ სახელმწიფო საზღვრის ნებისმიერ დარღვევას დაუყოვნებლივ მოჰყვება რეაგირება.
„ჩვენ ამაზე რუსებთან შევთანხმდით იქამდე, ვიდრე ისინი ატომურ იარაღს დაგვიბრუნებდნენ. ჯერ არ არის ის იარაღი, რაც მათ მივეცით. იქ იყო სტრატეგიული იარაღი და ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუმცა ალბათ ხუთჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ეს „ორეშნიკი““, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშნეკომ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
