ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
კრაინელმა მაშველებმა დღეს, 11 დეკემბერს, კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთი კერძო კლინიკის ნანგრევებში.
სამედიცინო დაწესებულების შენობა რუსულმა რაკეტამ 10 დეკემბერს დაანგრია. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი და დაშავებულია 22.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ 5 ადამიანია.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
