"დონალდ ტრამპს სურს სწრაფად იმოქმედოს, მაგრამ იცის, რომ უკრაინას ომის გაყინვა არ სურს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს სწრაფად იმოქმედოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხის გადასაჭრელად, ამავდროულად, მან იცის, რომ უკრაინას დანებება და ომის გაყინვა არ სურს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Parisien-ს განუცხადა.
„ტრამპმა იცის ჩემი სურვილი, რომ არსად არ ვიჩქარო უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის თავისი სუვერენიტეტისთვის. რამდენ პრეზიდენტს თუ პრემიერსაც არ უნდა სურდეს ომის დასრულება, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დავნებდეთ და უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, საშიშროება იქნება, ვთქვათ: გავყინავთ ომს და შევთანხმდებით რუსებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას.
მისი თქმით, ტრამპს ჯერ არ აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რადგან ის ჯერ არ იმყოფება თეთრ სახლში. საუბარია დაზვერვის მონაცემებზე, თავდაცვის სამინისტროზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა.შ.
"როდესაც ის იქ იქნება, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ერთ ენაზე, ინფორმაციის ერთნაირი დონით", - განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
