კიევის დაბომბვის საპასუხოდ ყაზანის „მანჰეტენის“ ცათამბჯენს „11 სექტემბერი“ მოუწყვეს
21 დეკემბრის დილიდან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომლებიც ძალაუნებურად იწვევენ 2001 წლის 11 სექტემბრის ასოცოაციას, როდესაც აშშ-ში, ნიუ-იორკში მანჰეტენზე ორი სამგზავრო „ბოინგი“ ერთმანეთის მიყოლებით ეჯახება „ტყუპების“ ცათამბჯენებს.
ამჯერად რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში 23 სართულიან ცათამბჯენს, სახელად „მანჰეტენს“, კამიკაძე-დრონი შპილზე შეეჯახა და ჩამოანგრია.
თუმცა ყაზანელებში უდიდესი პანიკა, რის გამოც ათასობით ადამიანი მეტროში გაიქცა თავშესაფარებლად, მარტო ამ ერთმა აფეთქებამ როდი გამოიწვია-სულ ყაზანს 8 კამიკაძე-დრონმა შეუტია, რომლიდანაც ერთი ჰაერშივე ააფეთქეს, ერთი 4 სართულიან სახლს დაეცა, ხოლო ორი კამიკაძე-დრონი 40 წუთიანი ინტერვალით 30-ე სართულის სიმაღლეზე შეეჯახა 37 სართულიან კიდევ ერთ ცათამბჯენს, რომელშიც ძირითადად ოფისები იყო განთავსებული.
თვითმხილველთა მიერ გადაღებულ არაერთ ვიდეოკადრში კარგად მოჩანს საჰაერო შეტევების მომენტები და ის დრონებიც, რომლებიც ამ შეტევებს ახორციელებენ-ესენი იყო თვითმფრინავის კონსტრუქციის Liutyi-ის ტიპის კამიკაძე-დრონები, რაც უცილობლად მიუთითებს უკრაინულ კვალზე... უკრაინის ფრონტიდან ყაზანამდე პირდაპირი ხაზით 1 060 კმ მაინცაა, თუმცა უკრაინულ კამიკაძე-დრონებს მეტი მანძილის გაფრენა მოუწევდათ რუსული საჰაერო თავდაცვის ზონების გვერდის ასავლელად,მაგრამ რაში დასჭირდა ოფიციალურ კიევს ამ სიშორეზე ყაზანის ცათამბჯენებზე წერტილოვანი საჰაერო შეტევების მიტანა,როდესაც ეს არაფერს ცვლის უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ ურთულეს ოპერატიულ ვითარებაზე?
შურისძიება-სწორედ შურისძიება, კიევის წინადღით,20 დეკემბერს 8 ერთეული ბალისტიკური „ისკანდერითა“ და „კინჟალით“ დაბომბვის გამო,რამაც უკრაინის დედაქალაქის ცენტრში ნგრევა გამოიწვია,ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
არც ისაა ეტყობა შემთხვევითი, რომ შურისსაძიებლად რუსეთის ყაზანს სწორედ 8 უკრაინული კამიკაძე-დრონი გაუგზავნეს „სტუმრად“.
მაგრამ, უკრაინული „პასუხი“ მაინც „მოკრძალებული“ გამოვიდა, რადგან რუსული „ისკანდერისგან“ განსხვავებით, რომელსაც 480 კგ-იანი საბრძოლო ქობინი მიაქვს, უკრაინული „თებერვლის“ საბრძოლო მუხტი მხოლოდ 50-იოდე კგ-ს თუ იწონის და უკრაინული კამიკაძეების თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სიახლეები
- "ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება"
- "პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იდევნება უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის"
- "მძიმე სისტემური კრიზისიდან გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- "ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ" - შალვა პაპუაშვილი
- ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს