აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი.
„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებურად გამოყენებისა და დაკავების საფრთხის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარდაჭერის, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბელარუსში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ საჯარო დემონსტრაციებს. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვინაიდან ინფორმაცია, რომელსაც ისინი შეიცავს, შეიძლება მათი დაკავების საფუძველი გახდეს.
„აშშ-ის მოქალაქეებმა რეგულარულად უნდა განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლო გეგმები საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევისთვის. მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ზოგჯერ გაუფრთხილებლად იკეტება.
აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან და საკონსულო მომსახურება ესაჭიროებათ, უნდა ეცადონ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა და მიმართონ აშშ-ის საელჩოს ან საკონსულოს სხვა ქვეყანაში,“- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
