ტრამპმა პირობა დადო, რომ „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობაზე ყოფნის პირველსავე დღეს „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“, რადგან რესპუბლიკელები აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს.
„ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებას ბავშვების სექსუალური დასახიჩრების დასრულების შესახებ, უარს ვიტყვი ტრანსგენდერულ პოლიტიკაზე ჯარში და ჩვენს დაწყებით, საშუალო და მაღალ კლასებში“, - თქვა ტრამპმა ახალგაზრდა კონსერვატორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე შტატ არიზონის ქალაქ ფენიქსში.
მან ასევე პირობა დადო, რომ „კაცებს არ დაუშვებენ ქალთა სპორტში“ და დასძინა, რომ „აშშ-ის მთავრობა ოფიციალურად აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითსა და მდედრობითს“.
გასულ კვირაში, როდესაც რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადმა კონგრესმა დაამტკიცა თავდაცვის წლიური ბიუჯეტი, მასში შეტანილ იქნა დებულება, რომელიც კრძალავს სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი ადამიანების შვილებისთვის ზოგიერთი სახის დახმარების აღმოჩენას.
კონფერენცია AmericaFest-ზე გამოსვლისას ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მკაცრ ზომებს მიიღებს „მიგრანტების მხრიდან დამნაშავეობის“ წინააღმდეგ და გაიმეორა დაპირებები, რომ პანამის არხში ამერიკული გემების გასვლაზე მაღალი ტარიფების გამო აღადგენს არხზე აშშ-ის კონტროლს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
