"საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მთლიანად რუსეთისკენ ტრიალდება" - ზელენსკი
არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ
-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იდგა, რუსეთისკენ ტრიალდება.
„მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მთლიანად რუსეთისკენ ტრიალდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტი და აფხაზეთის საკითხი, როგორც ჩვენ გვაქვს დონბასი, მას ბოევიკები აკონტროლებენ და საქართველოს ძალიან ლამაზი ნაწილი, უბრალოდ ჩამკვდარია. გაყინული კონფლიქტის საკითხი კი არის ის, როდესაც ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში არ იღებენ და ამას აკეთებს პუტინი. მან შეაბრუნა საქართველო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
