"არიან ადამიანები, რომლებსაც ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება სურთ და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს" - ვლადიმერ პუტინი
არიან ადამიანები, რომლებსაც ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება სურთ და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელმაც რუსეთს ევროპისთვის საფრთხე უწოდა და ბირთვული შეკავების დისკუსიის გახსნის წინადადებით გამოვიდა.
„ამ დრომდე ზოგიერთი ვერ ისვენებს. კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება, ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს“, – თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინს არ დაუსახელებია საფრანგეთის პრეზიდენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ფონდ „მამულის დამცველების“ ქალ თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა დედები და მეუღლეები.
„ჩვენი მტრების, მოწინააღმდეგეების ყველა შეცდომა იწყებოდა სწორედ იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ რუსი ადამიანის და ზოგადად რუსული კულტურის წარმომადგენლების ხასიათს“, – აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
