"პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში, ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ის შეხვედრას განიხილავს.
„სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუ პუტინი მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლშია დაგეგმილი. საუბარი იყო ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მონაწილეობით მოლაპარაკებებზეც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა არ გაიმართება.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
