"დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირმა აუტოდაფე მოახდინა, თვითლიკვიდაცია მოახდინა, ისინი ითვალისწინებდნენ, რომ რუსეთი გახდებოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დასავლეთში გადაწყვიტეს: კარგი, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, რატომ უნდა დავიცვათ წესები რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც არ აქვს ის პოტენციური ძალა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა; კარგი, ახლა ჩვენ რაღაცას ისე გამოვთვლით, როგორც გვინდა და ვიცხოვრებთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის, რუსეთის ინტერესების იგნორირებით“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთს რუსეთზე გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევა სურდა.
მისი მტკიცებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა შეინარჩუნა აგდებული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების მიმართ.
„ეს იყო არა მხოლოდ აგდებული დამოკიდებულება, არამედ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო გარკვეული გეოპოლიტიკური უპირატესობის მიღწევის აშკარა სურვილთან“, - აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
