“ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია
გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლის, იულია ნავალნაიას განცხადებით, მისი ქმრისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ჩატარებულმა უცხოურმა ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის მოწამლეს.
„ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: ალექსეი მოკლეს. უფრო კონკრეტულად, ის მოწამლეს“, - აღნიშნა ნავალნაიამ.
მან მოითხოვა, რომ ლაბორატორიებმა გამოაქვეყნონ თავიანთი დასკვნები. ამასთან, ნავალნაიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა შხამი აღმოაჩინეს ლაბორატორიებმა.
მისი თქმით, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია.
„ვამტკიცებ, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. შეწყვიტეთ პუტინის დაშოშმინება უფრო მაღალი მოსაზრებების გამო. მისი დამშვიდება შეუძლებელია. სანამ ჩუმად ხარ, ის არ ჩერდება“, - აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
შეგახსენებთ, 47 წლის ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
