"რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
მოსკოვი ახალი ბირთვული ქობინით აღჭურვადი ზებგერითი ბალისტიკური „ორეშნიკის“ რაკეტების განლაგებას ბელარუსში, კრიჩევის ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორი ამერიკელი მკვლევრის მიერ შესწავლილ სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო წერს, რომ მკვლევრების შეფასებები, საერთო ჯამში, ემთხვევა ამერიკული დაზვერვის მონაცემებს.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გეგმავდა „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ბელარუსში განთავსებას, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი იყო.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
