"საზაფხულო არდადეგების გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ახლა ვირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაში შევდივართ"
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საზაფხულო არდადეგების გეგმებზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა, ვინაიდან, ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა.
„ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯერ არ გაგვიმარჯვია, ის მხოლოდ და მხოლოდ შენელდა. ახლა ბრძოლის ახალ ფაზაში შევდივართ“, - აღნიშნა მაკრონმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან, მათ შორის ზაფხულის არდადეგების პერიოდში.
„საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვას ვაპირებთ. სჯობს, ევროპაში დავრჩეთ. თუმცა ამაზე უფრო დაზუსტებით საუბარი ივნისის დასაწყისში შეიძლება,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 169 462 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 25 201 ადამიანი.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
