"სომხეთი ემზადება ახალი ომისთვის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ"- ილჰამ ალიევი
სომხეთი ემზადება ახალი ომისთვის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცხადა.
”სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა. მათი სიძულვილი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების მიმართ აისახება მათ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და გავაფრთხილო ისინი, რომ თუ უარს არ იტყვიან თავიანთ გეგმებზე, ეს მათ ძალიან სერიოზულ შედეგებს მოუტანს ”, - აღნიშნა ალიევმა, რომლის კომენტარსაც yenisabah-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი თავს დაიცავს.
”ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან. მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს დავიცავთ. როგორც დავიცავით თავი თოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. თოვუზის მოვლენები მათთვის გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ”, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
