ილჰამ ალიევი - ისმის კითხვა: ვინ ამარაგებს სომხეთს იარაღით?
ჩვენ სომხეთის სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი დიდწილად გავანადგურეთ. თუმცა, ისმის კითხვა, საიდან მოვიდა სომხეთში ამდენი იარაღი და აღჭურვილობა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც დღეს საზოგადოებას მიმართა.
მისივე თქმით, სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა და საინტერესოა, რა ფულით ყიდულობს ის იარაღს.
„სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ყველასთვის ცნობილია. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტიც ცნობილია. სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა. მისი საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60-70%-ს შეადგენს. რა ფულით ყიდულობს ის იარაღსა და მანქანებს? იმ ტექნიკის ღირებულება, რაც გავანადგურეთ და ხელში ჩავიგდეთ, 2 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ისმის კითხვა : ვინ ამარაგებს მათ იარაღით?“- განაცხადა ალიევმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
