"აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთს მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება არ შეუძლიათ"
ერდოღანის თქმით, გუშინდელ სატელეფონო საუბარში მან პუტინს კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის ჩართვა შესთავაზა.
„ჩვენ პუტინთან დეტალურად განვიხილეთ პროცესი. მე ვუთხარი, მოდით ახლა დავასრულოთ ეს კავაკასიაში. თუ გსურთ, ჩვენ ამის გაკეთება ერთად შეგვიძლია. თქვენ ხვდებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, მე ვხვდები ჩემს ძმას, ილჰამს. მომეცით უფლება, გავმართო ეს შევხედრები. მოდით, გადავდგათ ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავასრულოთ საქმე. პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ცხადია, ჩვენ პუტინს ვუთხარით ჩვენი წითელი ხაზების შესახებ, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში 1992 წლიდან ჩართულია ეუთო-ს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან. თურქეთი მინსკის ჯგუფის შემადგენლობაში წევრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
