დილის 8 რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

დილის რუტინა განსაზღვრავს როგორი იქნება თქვენი დღე. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც თქვენი დილა გიჟურად იწყება: „ისევ დამეძინა“, „რა ჯანდაბა ჩავიცვა?“, „ყავის დრო არ მაქვს!“, „10 წუთი მაქვს გასამზადებლად!“, „ტაქსი ისევ აგვიანებს!“ - თქვენი დღის დანარჩენი ნაწილიც ამ განწყობით გრძელდება?

1. უარი თქვით მობილურ ტელეფონზე


თუ პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებთ, ეს არის თქვენი ტელეფონის შემოწმება: მესიჯების, სამსახურის წერილებისა და პირადი შეტყობინებების წაკითხვა, მაშინ საკუთარ თავს ზიანს აყენებთ.

დაიმახსოვრეთ, თუ გაღვიძებისთანავე დაიწყებთ რეაქტიულ აზროვნებას, ნაცვლად პროაქტიულისა, თქვენი დღე სიმშვიდის და თვითკონტროლის შეგრძნების ნაცვლად, თავდაცვითი სისტემის გააქტიურებით დაიწყება.

 

2. წყალი, ეს ახალი დასაწყისის სიმბოლოა


თუ დილას 1 ჭიქა წყლის დალევით დაიწყებთ, მაშინ ორგანიზმს გამოფხიზლებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებასა და დატენიანებაში დაეხმარებით.

 

3. გაიღიმეთ


სანამ საწოლიდან ადგებით, მიეცით დრო საკუთარ თავს გააანალიზოთ თქვენს ცხოვრებაში არსებული პოზიტიური მოვლენები და გაიღიმოთ. როდესაც თქვენ იღიმებით, ტვინს აძლევთ სიგნალს, რომ გაათავისუფლოს სასიამოვნო ნეიროტრანსმიტერები (დოპამინი, ენდორფინები და სეროტონინი), რომლებიც ამაღლებენ განწყობას და ამშვიდებენ სხეულს. ვის არ სურს, რომ დღე დღე ამ პოზიტიური ნოტაზე დაიწყოს?

 

4. მადლიერი ხართ?


ღიმილის პრაქტიკას პარალელურად, იფიქრეთ იმაზე, რისი მადლიერიც ხართ. კვლევებით დასტურდება, რომ მადლიერების პრაქტიკა ამცირებს სტრესის ჰორმონებს და აუმჯობესებს განწყობას.

სანამ ადგებით, გაიხსენეთ ის ერთი ადამიანი ან ერთ შესაძლებლობა, რომლისთვისაც მადლობელი ხართ თქვენს ცხოვრებაში. ამისთვის მხოლოდ 1 წუთი დაგჭირდებათ.

 

5. გაასწორეთ თქვენი საწოლი


შეიძლება ფიქრობთ, რომ დროის კარგვაა, მაგრამ საწოლის დალაგება არის ის მარტივი ქმედებაა, რომელიც გეხმარებათ დღე წარმატებულ ნოტაზე, კმაყოფილების განცდით დაიწყოთ. ამ პასუხისმგებლობის აღება და ამ მარტივი ამოცანის შესრულება მოგცემთ საფუძველს, რომ დღის განმავლობაში, მეტი და მეტი საქმე დაასრულოთ წარმატებით.

 

6. გაამოძრავეთ თქვენი სხეული


იქნება ეს მარტივი იოგა, სეირნობა, სპორტდარბაზში სიარული თუ გაწელვები, დღის მოძრაობით დაწყება გააძლიერებს თქვენ სხეულს და გონებას.

 

7. ახლა კი, დილის რუტინის დროა!


მიიღეთ შხაპი, დაიბანეთ სახე, გაიხეხეთ კბილები, წაისვით კრემები, დაივარცხნეთ თმა, ჩაიცვით ყველაზე მოდური სამოსი და მიიპკურეთ თქვენი ფავორიტი სუნამო.

 

წყარო

 

წაკითხვა 557 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.