9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ
ბევრი ოცნებობს ჯანსაღ და ლამაზ კბილებზე და ოცნების ასასრულებლად ძირითადად კბილის ექიმის ჩარევა ხდება საჭირო.
მაგრამ არსებობს ეფექტური პროცედურები, რომელთა გაკეთებაც სახლშიც შეგიძლიათ და ამასთანავე არც ერთი მათგანი არ ავნებს კბილის ემალს. რა თქმა უნდა, ეს პროცედურები არ გამორიცხავენ რეგულარულ ვიზიტს კბილის ექიმთან. მაგრამ თუ ამ რჩევებს მიჰყვებით, თქვენი კბილები რამდენიმე ტონით უფრო გათეთრდება და ამასთანავე, უფრო ჯანსაღი გახდება.
1. კბილის მათეთრებელი - შეურიეთ ერთ ჩაის კოვზ კურკუმას, ამავე რაოდენობის ქოქოსის ზეთი, დაამატეთ 2-3 წვეთი პიტნის ზეთი. გამოიყენეთ მიღებული ნაზავი რეგულარულად კბილის პასტის ფუნქციით. ის სასარგებლოა კბილის ემალისთვის, ათეთრებს კბილებს და ამავდროულად, აქრობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს.
2. ჩაის ხის ზეთი - ნახევარ ჭიქა წყალს შეურიეთ 100%-იანი ჩაის ხის ზეთი, დაახლოებით 5 წვეთი და კბილების გახეხვამდე ყოველ დღე გამოივლეთ პირის ღრუში. შედეგს ორ კვირაში ნახავთ. იმისთვის, რომ უკეთესი ეფექტი გქონდეთ, ამ ზეთით კვირაში ერთხელ, ან ორჯერ გაიხეხეთ კბილი. უფრო მეტჯერ დასაშვები არ არის.
3. მარწყვის პასტა - მარწყვს შეურიეთ ცოტაოდენი ზღვის მარილი. მიღებული ნაზავით გაიხეხეთ კბილები. ამ პროცედურის ჩატარება 2 კვირაში მხოლოდ ერთხელაა დასაშვები.
4. ქოქოსის ზეთი - წაისვით კბილებზე ის გახეხვამდე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.
5. ნახშირის ნიღაბი კბილებისთვის - გახსენით ნახშირი მცირეოდენ წყალში ისე რომ კრემის მსგავსი ნაზავი მიიღოთ. წაისვით კბილებზე და გაიჩერეთ 2 წუთის განმავლობაში. მოიშორეთ ნახშირი კბილებიდან თბილი წყლით, ხოლო შემდეგ ჩველებრივ გაიხეხეთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ, ან ორჯერ შეიძლება.
6. ბანანის ქერქი კბილის მათეთრებელია - ბანანის კანი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სტომატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად და კბილების მათეთრებლად შესანიშნავია. ის კბილს შესანიშნავ ფერს აძლევს. დაიდეთ ბანანის ქერქი შიდა მხრიდა კბილებზე და გაიჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერაც გინდათ.
7. პირის ღრუს სავლები ლიმონის შემცველობით - ლიმონის წვენს შეურიეთ მარილი და მიღებული ნაზავი კბილის გახეხვის შემდეგ პირის ღრუში გამოივლეთ. ამ მეთოდის გამოყენება კვირაში 2-3-ჯერ არის დასაშვები. ის ათეთრებს კბილებს და ამავდროულად, აქრობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ნაზავის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ანთებითი პროცესი გაქვთ.
8. ბაზილიკის ფოთლები - გატარებული ბაზილიკის ფოთლები გამოიყენეთ რეგულარულად კბილის პასტის ფუნქციით. კბილები უფრო თეთრი და ჯანსაღი გახდება.
9. ალოე ვერა - ჭეშმარიტად ჰოლივუდის ღიმილის მისაღებად გამოიყენეთ ალოე ვერას ნატურალური წვენი. გამოიყენეთ ის კბილის პასტის ფუნქციით. შედეგს ორ კვირაში დაინახავთ. კბილები უფრო ნათელი და თეთრი გახდება.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში