კანის 5 ძირითადი პრობლემა შემოდგომაზე
შემოდგომა წელიწადის მართლაც მშვენიერი დროა; ზაფხულის გაუსაძლისი ხვატის შემდეგ, ჰაერი თბილი და სასიამოვნო ხდება, თუმცა თბილი და ოქროსფერი შემოდგომის შემობრძანებას, რამდენიმე ნაკლიც აქვს. ამ სეზონზე შეიძლება ზიანი მიადგეს თქვენს კანს, რაც დისკომფორტთან და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გაგაცნობთ შემოდგომაზე კანის ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს.
სიმშრალე
როდესაც ამინდში სიცივე იპარება, ეს იწვევს კანის გამოშრობას და გაუხეშებას. თუ თქვენ ოთახში გამათბობელს ჩართავთ, ეს უფრო გაართულებს პრობლემას. შემოდგომაზე აუცილებლად გამოიყენეთ კარგი დამატენიანებელი საცხები, ის შეგიძლიათ რამდენჯერმე წაისვათ მთელი დღის განმავლობაში.
ეგზემა
მათ, ვისაც კანის ეს ქრონიკული დაავადება აწუხებს, კარგად იციან, რომ ის განსაკუთრებით თავს იჩენს შემოდგომაზე, როცა ჰაერი უფრო ნოტიო და თბილია. ეს დაავადება განსაკუთრებით არაესთეტიკურად გამოიყურება და ამის გამო ადამიანები დისკომფორტს განიცდიან. აუცილებელია დროული ვიზიტი დერმატოლოგთან და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება შემდეგი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
როზაცეა
ეს დაავადება გამწვავების პიკს შემოდგომაზე აღწევს; კონკრეტულად, თბილი და გრილი ამინდის ცვალებადობა უარყოფითად აისახება მასზე. აუცილებელია, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და სპეციალისტთან ვიზიტი.
სებორეული დერმატიტი
ეს საკმაოდ გავრცელებული კანის დაავადებაა, რომელიც უმეტესად თავზე ჩნდება. მკვდარი კანის ფანტელებმა შეიძლება დაფაროს თქვენი სკალპი, სახე და წარბებიც კი და ეს, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანებში დისკომფორტს და უხერხულობას ქმნის. განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბევრი ადამიანი ამ დაავადებით გამოწვეულ კომპლექსს ებრძვის, თუმცა მისი მოგვარება სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ მარტივად მოგვარებადია.
პილარული კერატოზი
პილარული კერატოზი კანის ხშირი დაავადებაა, რომელიც იწვევს უხეში, მცირე ზომის, აკნესმაგვარ გამობურცულობებსა და ლაქებს კანზე, ძირითადად მკლავებზე, ფეხებზე, დუნდულებსა და ლოყებზე. ხშირად მას „მამლის კანსაც“ უწოდებენ. მისი გამონაყარი ზოგჯერ თეთრი, ან წითელია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უხერხულობა. პილარული კერატოზი არაა კანის რთული დაავადება, თუმცა თუ გაღელვებთ კანის ვიზუალური მხარე, მიმართეთ სპეციალისტს.
იზრუნეთ თქვენს კანზე ამ შემოდგომაზე. ნუ დაიზარებთ თქვენი კანის მოვლის რუტინას და გაილამაზეთ შემოდგომის თბილი და სასიამოვნო დღეები.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში