”მე სრულად ვიყენებ ყოველ ათწლეულს, ყოველ წამს და არასდროს ვფიქრობ, რომ: ”ადრე უკეთესი ვიყავი”. - პენელოპე კრუსი

ჟურნალთან ინტერვიუში მან თქვა, თუ რას გრძნობდა მის მომავალ იუბილესთან დაკავშირებით: მსახიობი 28 აპრილს 50 წლის ხდება. „თუ მკითხავთ საკუთარ თავთან რომელი ურთიერთობა უფრო მომწონს: ის, რაც ახლა მაქვს, თუ ის, რაც მქონდა 20 თუ 30 წლის ასაკში, გულწრფელად გეტყვით, რომ მირჩევნია ის, რაც ახლა მაქვს“, - თქვა მსახიობმა.

"თუ არ იცი, როგორ მოიქცე, გაიღიმე!" - საინტერესო ფაქტები პენელოპე კრუსის კარიერისა და ცხოვრების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდეთ”მე სრულად ვიყენებ ყოველ ათწლეულს, ყოველ წამს და არასდროს ვფიქრობ, რომ: ”ადრე უკეთესი ვიყავი”.მსახიობმა აღიარა, რომ მას ენატრება ახალგაზრდობის "სიყმაწვილე", რადგან ასაკთან ერთად მან უკეთესად დაიწყო მის გარშემო არსებული სამყაროს გაგება და მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. "ზოგჯერ მსურს მეტი რამ გავაკეთო და უფრო მეტად დავუბრუნდე იმ არაცნობიერ მდგომარეობას. ყველაფერი, რაც ვისწავლე, ყველა მთები, რისი გადალახვაც მომიწია, რაც ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, ეს ყველაფერი ჩემი განვითარების ნაწილია."მან დედობაზეც ისაუბრა: მსახიობს მეუღლე ხავიერ ბარდემთან ორი შვილი ჰყავს - 13 წლის ლეო და 10 წლის ლუნა.

 

პენელოპეს თქმით, მას ყოველთვის სურდა დედა გამხდარიყო და 20 წლის ასაკში ინდოეთში მოგზაურობისას სცადა ბავშვის აყვანა დამოუკიდებლად, მაგრამ ვერ შეძლო. "ბევრს ვმუშაობდი და სრულიად გიჟური ტემპით: იმ დროს წელიწადში ოთხი ფილმი გამოდიოდა, მაგრამ დღეს ვგრძნობ, რომ ძალიან გამიმართლა: ის ფაქტი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი, მაძლევს. მე მაქვს არჩევანის შესაძლებლობა, რა გავაკეთო, სად და როდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შვილების დაბადების მომენტიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად ვიყოთ მათ აღზრდაში. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ."

 

"ჩვენი უცვლელი წესია, რომ პროფესიულ ამბებს გადასაღებ მოედანზე ვტოვებთ და რეალურ ცხოვრებაში არ ვურევთ. ჩვენი გმირები კამერის წინ რჩებიან. სახლში კი შვილები და ერთმანეთი გვყავს" - პენელოპე კრუსისა და ხავიერ ბარდემის ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო

 

წეარო:beaumode.ge

 

წაკითხვა 393 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 26 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.