„კოკო შანელის რჩევები და ფრაზები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან“
- ”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი”
- „საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება.“
- „მოდას აქვს 2 დანიშნულება: კომფორტი და სიყვარული. სილამაზე მოდის მერე, როდესაც მოდა წარმატებას აღწევს.“
- „ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუციელბლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.“
- „გოგონა აუცილებლად უნდა იყოს 2 რაღაც: ელეგანტური და არაჩვეულებრივი.:
- „თუ გინდათ იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული.“
- „ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა, პატარა მოწესრიგების გარეშეც კი – თუნდაც ზრდილობის გულისთვის.“
- „და ამის შემდეგ, შენ არ იცი, შესაძლებელია ეს ის დღეა, როცა შენს ბედს უნად შეხვდე. და საუკეთესოა, ისე კარგად გამოიყურებოდე როგორც შესაძლოა შენი ბედისთვის“
- „სილამაზეზე ზრუნვა დაიწყეთ სულის გალამაზებით, თორემ ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს.“
- „ნამდვილი მამაკაცების დეფიციტი, არ არის არაკაცებთან ყოფნის მიზეზი.“
- „ლამაზი მამაკაცები არ უნდა არსებობდნენ, მახინჯები კი არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ ცოტა ყვავილები და თბილი შამპანიური.“
- „ჭეშმარიტად გულუხვი ის არის ვისაც უმადურობის უგულვებელყოფა შეუძლია.“
- „20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.”
- „მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.“
- „ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.“
- „ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.“
- „შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.“
- „მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.“
- „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.“ • „მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.“
- „იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.“
- „თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.“
- „ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.“
- „არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.“
- „მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.“
- „იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.“
- „თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.“
- „მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.“
- „არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.“
- „როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.“
- „ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს“
- „დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.“
- „მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებით ჩაცმა კი რთული“
- „ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს და ესადაგებოდეს თქვენს ხასიათს“
- „უნდა შეგწევდეთ უნარი, რომ კაბა, რომლის მსგავსი შეიძლება სხვებსაც ეცვათ, ისე ატაროთ, არც ერთი გავდეს შენსას“
- „ მოხდენილად თავის დაჭერის და კაბის ტარების უნარი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი კაბისა და სამკაულების ქონა.“
- „თუ სამკაულს იხდენთ და მოგწონთ, რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასია თუ არა?“
- „რა საჭიროა ყოველი ახალი საზეიმო ვითარებისთვის ახალი კაბის შეძენა? ნუთუ ასეთი უმნიშვნელოა ქალი და ასე მნიშვნელოვანია კაბა?“
- „იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.“
- ” აიყვანო თავი ხელში, როცა გულნატკენი ხარ და არ მოაწყო სცენები, როცა გაბრაზებული ხარ – აი, რას ნიშნავს, იყო იდეალური ქალი.”
- ლამაზად რომ გამოიყურებოდე, უნდა დაიწყო გულიდან და სულიდან, სხვანაირად არანაირი კოსმეტიკა არ გიშველით.
- ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია.
- „თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას“.
- „ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ“.
- „ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს“.
- „ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ“.
- „უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება“.
- „ყოველდღე მე რაღაცას ვამარტივებ, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ“.
- „ფეხებზე მკიდია, თუ რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ“.
- „როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები“.
- „დიადი ვნებები – მათაც სჭირდება გადატანა“.
- „თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული“.
- „ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია“.
- „თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს არ გქონიათ , მაშინ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ“.
- . „დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი“.
- „ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები“.
- „თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად“.
- „სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან“.
- „ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას“.
- „თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს“.
- „ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია“.
- „როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია“.
1. შარვალი ქალს ათავისუფლებს კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს, რომ შარვალი ძალიან კომფორტული და მოდური სამოსია. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ კოკო შანელმა მისცა ქალებს სწრაფი სიარულისა და კომფორტულად ჯდომის საშუალება. ყოველდღიურად კოკო ვიწრო ჯინსებსა და კლასიკურ ჯემპერში გამოწყობილი დადიოდა, ხოლო წვეულებებსა და საღამოებზე ის განიერ შარვლებს ირგებდა. სწორედ ისეთს, როგორსაც მოგვიანებით მარლენ დიტრიხი ატარებდა.
2. იდეალური ქვედაბოლო მუხლებს უნდა ფარავდეს მადმუეზელ კოკო თვლიდა, რომ ქალის მუხლები ძალიან მახინჯია, ამიტომ უნდა დაიმალოს. აღმოჩნდა, რომ კოკო არ ცდებოდა. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობას, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთი “კლასიკური” სიგრძის კაბა უხდება. შანელმა, სპეციალურად საქმიანი ქალებისთვის, ასეთი კომფორტული კაბების რამდენიმე მოდელი შეიმუშავა. ყველა მათგანი სწორი და ვიწროა და მათი კიდეები დეკორატიული ხაზებითაა გაფორმებული.
3. აქსესუარი უნდა იყოს ბევრი – რაც მეტი, მით უკეთესი. კოკო შანელი გიჟდებოდა აქსესუარებზე. მას სამკაულებში საოცრად დიდი თანხის გადახდაც შეეძლო. კოკო პირველი იყო, რომელმაც ერთად გაიკეთა ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარგალიტების, ლალისა და ზურმუხტის მძივების, ბროშების (რაც მის საფირმო ნიშნად ითვლება), შლაპებისა და ბერეტების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც მას უბრალო, მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა, კოკო აუცილებლად ირგებდა რაიმე თვალისმომჭრელ სამკაულს.
4.პიჯაკი უნდა იყოს მჩატე, როგორც ჟაკეტი. 1925 წელს კოკო შანელმა მჩატე პიჯაკების სერია შექმნა, რომელიც ქალის სილუეტს უსვამდა ხაზს და ამასთან ძალიან კომფორტული იყო. ტრადიციული პიჯაკების მაგივრად, რომელსაც საკმაოდ უხეში ფორმა ჰქონდა, შანელმა ქალებს ნაზი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი, ვიწრო, გრძელმკლავიანი დიზაინი შესთავაზა. ასეთი პიჯაკი არ ზღუდავს ჟესტებს. კოკომდე ქალებს ძალდატანების გარეშე ტაქსის გაჩერებაც კი უძნელდებოდათ. ამბობენ, შანელის მიერ შექმნილი ასეთი პიჯაკების ორიგინალები დღემდე არსებობს. ისინი მეორად ბაზრობებზე, ძალიან იაფად იყიდება.
5. იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს 1920 წელს კოკო შანელმა ახალი სტილი დანერგა. ეს იყო ქალი – მოკლე ვარცხნილობით, მამაკაცური სილუეტითა და ავხორცობით სავსე, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა. მეზღვაურის პერანგი, პოლოს მოთამაშეთა სვიტერი, მამაკაცური ქურთუკები და წინდები. კოკო შანელი არ ერიდებოდა მათ ჩაცმას და ამასთან, ყველაფერს ძვირფასი სამკაულებით აფორმებდა
. 6. პატივი მიაგეთ პატარა შავ კაბებს LBD – little black dress შანელმა მოდაში 1926 წელს შემოიტანა. მას სურდა ისეთი კაბის შექმნა, რომლის მორგება ნებისმიერ ქალს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებოდა. ამასთან, კაბა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ განსხვავებულ აქსესუარებს მისთვის განსხვავებული ვიზუალი მიენიჭებინათ. შანელამდე შავი ფერი მხოლოდ ტრაურის სინონიმი იყო, თუმცა გენიალურმა დიზაინერმა შეძლო და პატარა შავი კაბა უკვდავ, ელეგანტრურ სამოსად აქცია.
7. ელეგანტური ფეხსაცმელი ორ ფერს უნდა შეიცავდეს ცნობილია, რომ კოკო შანელი ფერთა გამაში მხოლოდ შავსა და თეთრს აღიარებდა. დიზაინერი აღმერთებდა ამ ორი ფერის შერწყმას. სწორედ შანელმა შექმნა ცნობილი ფეხსაცმლის მოდელი – ლაქის საზაფხულო ფეხსაცმელი თეთრი ყელითა და შავი ძირით. ის მიიჩნევდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს და ამასთან, ტერფის სიგრძეს ვიზუალური ეფექტის მეშვეობით ფარავს. ამასთან, კოკოს აზრით, ასეთი, თუნდაც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლი, ნებისმიერ სამოსს იდეალურად ეხამება.
8.ფუფუნება უნდა იყოს კოფორტული- წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფუფუნება არ არის ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შანელის დღისა და საღამოს კაბები ისე იყო შექმნილი, რომ ქალებს მათი ტარებისას, უხერხულობა არ ეგრძნოთ. დაბალი ქუსლები, უსახელო მაისურები და ელასტიკური ჟაკეტები – ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. კოკოსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო თავისი კლიენტების ცხოვრების სტილი და მათთვის გამოსადეგი სამოსის შექმნა. ის არასოდეს ქმნიდა მოდას, მხოლოდ მოდისთვის. “ყოველთვის ეძებეთ ქალი, კაბის ქვეშ – არ არის კაბა, არ არის ქალიც”, – ამბობდა შანელი.
katosnakvalevi.wordpress.com
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი