10 ფიზიკური ტკივილი, რომლის მიზეზიც ემოციური პრობლემაა

სხეული, გონება და სული - ადამიანის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხშირად ფსიქოლოგიური ტვირთი ფიზიკურ ტკივილად აისახება.

თანამედროვე მედიცინაში ექიმებს ხანდახან უჭირთ ანთების, თავისა და ზურგის ტკივილის, ქრონიკული გადაღლილობისა და სექსუალური დისფუნქციის მიზეზის ამოხსნა. მათ უფრო ფსიქოლოგიური ხასიათი აქვთ.


1. თავის ტკივილი და შაკიკი

ტვინი გადატვირთულია საშიში ფიქრებით. ეს გატკიებთ თავს. მოიწესრიგეთ ფიქრები მედიტაციის დახმარებით. ყველა წვრილმანზე ნუ ნერვიულობთ. ზოგჯერ სტრესი მიმდინარე საკითხების მოგვარებაში გიშლით ხელს. გათავისუფლდით სტრესისგან.

2. კისრის ტკივილი

სიჯიუტესა და მიუტევლობაშია. თუ ადამიანზე გაბრაზდით, უნდა აპატიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კისრის ტკივილი გარდაუვალი იქნება. ეცადეთ, ადამიანის დადებით მხარეებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ ეს ურთიერთობა ტოქსიკური არ გახდეს თქვენთვის. გარდა ამისა, საკუთარ შეცდომებსაც ნუ დაივიწყებთ.

 

3. მხრების ტკივილი

საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება/საქმეები გაქვთ აღებული, რომლებსაც ხშირად ვერც უმკლავდებით. დაადგინეთ საზღვრები და არ მისცეთ ადამიანებს უფლება, საკუთარი საქმეები თქვენ მოგაგვარებინონ. არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ მათ წინაშე.

4. ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში

მას მარტოობისა და გარიყულობის შეგრძნება იწვევს. გსურთ, გიყვარდეთ და საყვარელი იყოთ, მაგრამ გაშინებთ ადამიანებში აგრესია. ეცადეთ, გულით იმოქმედოთ და თბილ, ერთგულ კავშირებზე გაამახვილოთ ყურადღება.

5. წელის ტკივილი

ამ ზონაზე სამსახურში პრობლემები და ფინანსური კრიზისი აისახება. შეიძლება პროფესიაში ცვლილების დროა. მოძებნეთ ახალი ვაკანსია, ან მოითხოვეთ ხელფასის მომატება. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

6. მუხლებისა და იდაყვების ტკივილი

ნეგატიური ცხოვრებისეული ცვლილებები ამ ზონაზე აისახება. არ შეგიძლიათ ადაპტირება ახალ გარემოში, ლავირების უნარი, კომპრომისზე წასვლა.

7. ხელების ტკივილი

მეტად სოციალიზებული უნდა გახდეთ. ახალი მეგობრები გაიჩინეთ, ხშირად გადით საზოგადოებაში, იკონტაქტეთ ადამიანებთან. მარტოობა მხოლოდ მოწყენილობას მოგიტანთ.

8. თვალების ტკივილი

ვერ უყურებთ რეალობას თვალებში. თქვენი სამყაროს გადაბრუნებას ცდილობთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეხვევით ინტროვერსიის ქსელში. სულიერი განვითარება გჭირდებათ.

9. წელის ქვედა ზომის, გვერდების ტკივილი

სექსუალურ დანაშაულს განიცდით. შეიძლება ტკივილი გამოწვეული იყოს წარსულის სასიყვარულო ტრავმის გამო. ახლა აქტიურობა გაკლიათ, რაც სიმპტომებს შეგიმსუბუქებდათ.

10. ყელის ტკივილი

თუ მას ლოგიკური ახსნა არა აქვს, იმედგაცრუებისა და ცხოვრებისეული სიმწრის შეგრძნების შედეგია. ეცადეთ, მეტად გამხიარულდეთ, პოზიტიური ემოციები შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში.

ხშირად ტკივილის მიზეზი ფიზიკური ან ემოციური ფაქტორია. ამ შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა საკუთარი თავის განკურნება თქვენს ხელთაა. მიზეზები უკვე იცით, ჯანმრთელად ყოფნას გისურვებთ!

წყარო

წაკითხვა 1380 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 08 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.