8 “გამყოლი” ადგილი სუნამოს დასაპკურებლად

ყველამ იცის სუნამოს დასაპკურებელი ტრადიციული ადგილების შესახებ: მაჯა, ყურის უკანა მხარე, კისერი. მაგრამ არის კიდევ რამდენიმე “გამყოლი” წერტილი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

 

1. თმა

თმა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სუნამოს დასაპკურებლად, რადგან თმის ღერები ყველაზე დიდხანს ინარჩუნებენ არომატს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სუნამოში შემავალი ალკოჰოლი აშრობს და აზიანებს თქვენს თმას. ამ გვერდითი ეფექტის თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ სუნამო ჯერ სავარცხელს დააპკუროთ და თმა ისე დაივარცხნოთ.

 

 

 

2. ყურის ბიბილოები

 ყველამ იცის, რომ სუნამოს ყურის უკან მიპკურება არომატს ახანგძლივებს, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ სურნელი ბიბილოებზე უფრო დიდხანს ჩერდება?

 

 

 

 

3. სურნელოვანი სამკაული

სუნამოს ტარება ძალიან პრობლემურია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ იცოდით, რომ მარტივი ხრიკით შეგიძლიათ გვერდი აუაროთ ამ დაბრკოლებას? შეიძინეთ ისეთი სამკაული, რომელიც სუნამოს სატარებლად არის შექმნილი.

 

 

 

 

4. იდაყვების შიდა მხარე

პულსაციის წერტილები თქვენს სხეულზე სითბოს გამოყოფენ, რაც სუნამოს არომატს „გაშლაში“ ეხმარება. ყველასათვის ცნობილი ადგილების გარდა, სუნამოს მიპკურება იდაყვების შიდა მხარესაც ძალიან ეფექტურია.

 

 

 

 

5. ჭიპი

იცოდით, რომ პირსინგის გარდა, ჭიპი შეგიძლიათ სუნამოს დასაპკურებლადაც გამოიყენოთ? თქვენი სხეულის ყველა წერტილი, რომელიც სითბოს გამოყოფს, აძლიერებს სუნამოს არომატს და მას უფრო მდგრადს ხდის. პულსაციის ეს წერტილი განსაკუთრებით ეფექტურია ზღვის სეზონზე, ან რომანტიკულ საღამოს, როცა სამოსის სხეულზე დატოვებას არ გეგმავთ.

 

 

 

 

6. მუხლების უკან

სუნამოს დასაპკურებლად კიდევ ერთი ხელსაყრელი წერტილი გვაქვს – მუხლების უკან არსებული ნაზი კანი. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა მოკლე ქვედაბოლო ან კაბა გაცვიათ.

 

 

 

7. კოჭები

სანამ ფეხსაცმელში ჩაყოფთ ფეხს, სუნამო კოჭებზე დაიპკურეთ. თქვენი ფეხები მთელი დღე მოძრაობენ და შეუძლიათ, გზად სასიამოვნო არომატი დატოვონ. სწორედ თქვენზე იქნება ნათქვამი, თავიდან ფეხებამდე დაუვიწყარ სურნელებას აფრქვევდაო.

 

 

 

 

8. შალის სამოსი და აქსესუარები

სუნამომ შეიძლება წამიერად გააფუჭოს თქვენი საყვარელი აბრეშუმის კაშნე ან კლასიკური პიჯაკი, მაგრამ მისი შალის სამოსზე დაპკურებით მხოლოდ მოგებული დარჩებით. შალი უჩვეულოდ დიდხანს ინარჩუნებს არომატს. მასზე სუნამო იმდენად მდგრადია, რომ არომატის მოსაშორებლად შესაძლოა რამდენიმე გარეცხვაც კი დაგჭირდეთ.

 

 

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 1542 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.