როგორ მოვამზადოთ სახის დამჭიმი, ნატურალური ნიღაბი სახლის პირობებში
გარდა დამჭიმი ეფექტისა, ამ ნიღაბს აქვს მკვებავი, დამატენიანებელი და გამწმენდი ექტებიც.
რატომ არის სასარგებლო დამჭიმი ნიღაბი: სახამებელი+კეფირი+ცილა
კვერცხის ცილა შესანიშნავი საშუალებაა სახის კანიდან ნაოჭებისა და შავი წერტილების მოსაშორებლად. ის, ასევე, ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის გაქრობას და თვალის გარშემო შავი წრეების მოშორებას. სახამებელს უკუჩვენებები არ გააჩნია. ის იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ათეთრებს, არბილებს და კვებავს კანს. ხოლო კეფირის ბაქტერიები სახის კანის ისეთ პრობლემებს უმკლავდება, როგორიცაა სიწითლე, შავი წერტილები და ანთება.
დამჭიმი ნიღბის მომზადების წესი:
1 კვერცხის ცილას კარგად ათქვიფეთ.
დაამატეთ 1 ს/კ სახამებელი. სახამებელი შეგიძლიათ, ნებისმიერი სახეობის გამოიყენოთ: კარტოფილის, ბრინჯის ან სიმინდის.
საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
შემდეგ, დაამატეთ 1 ს/კ კეფირი და კვლავ კარგად აურიეთ.
სახელ თბილი წყლით დაიბანეთ და ამის შემდეგ შეიზილეთ ნიღაბი.
გაიჩერეთ 20 წუთით.
თბილი ან გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუკი ნიღაბი მოგრჩებათ, შეგიძლიათ, 3 დღის განმავლობაში მაცივარში შეინახოთ და ამ პერიოდში კვლავ გამოიყენოთ.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
