ბროწეულის სამკურნალო თვისებები და როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი

ბროწეული ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. აქვს ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ისხამს ნაყოფს, სრულ მოსავალს მეშვიდე-მერვე წელს იძლევა. კარგი მოვლისას ერთი ხის მოსავალი 50-60 კილოგრამს აღწევს.

ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში - ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვენისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს, სანელებელს.



ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვებს, ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფის კანით ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებავების დასამზადებლად. წითელი, ყვითელი ან თეთრი ბროწეული გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში.



ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.

 



როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი?
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და გაფცქვენით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეიძლება შევიძინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მოაკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.

 

https://www.shin.ge/

წაკითხვა 1193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.