„ქართველების მსგავსად სუფრასთან ვერავინ გაგიმასპინძლდებათ"-National Geographic Traveler საქართველოს შესახებ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო ჟურნალ National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი - დევიდ ფარლი, მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
„სტუმარი სუფრასთან“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ქართულ კერძებს და ქართული სუფრის ტრადიციებს აღწერს.
„ქართველების მსგავსად სუფრასთან ვერავინ გაგიმასპინძლდებათ. საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, მეგობრები, ოჯახის წევრები სუფრასთან იკრიბებიან, ეს არის ხანგრძლივი, სიცოცხლით სავსე, ალკოჰოლით გაჯერებული შეხვედრა კერძებით დამძიმებულ მაგიდასთან, სადაც ღვინოს თავისუფლად ასხამენ და თამადას ყველა ემორჩილება.“-წერს დევიდ ფარლი.
„სოფელ ხიმშში მოხვედრა არც ისე იოლია, სანამ რაჭაში ჩავალთ, მანამადე საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა უნდა გავიაროთ, რომელსაც მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერი გადაჰყურებს. ამის შემდეგ გორს გავივლით, შემდეგ მოდის სურამი, სადაც უძველესი ებრაული დასახლება იყო. სურამში ადგილობრივები ტკბილ ნაზუქებს აცხობენ და გზაზე გასაყიდად გამოაქვთ. რიკოთის გვირაბის შემდეგ მაღაროელთა ქალაქი ტყიბული გავიარეთ, შემდეგ შაორის წყალსაცავი. 4 საათიანი მგზავრობის შემდეგ მდინარე რიონის ხიდს მივაღწიეთ."
სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს რაჭის სოფლებს, ოჯახებს, სტუმართმასპინძლობას, ქართულ ცეკვას, კერძებს, რაჭულ ლორს, შქმერულს, სხვადასხვა სახის ხაჭაპურს და ა.შ.
National Geographic Traveler-ს ჟურნალისტმა - დევიდ ფარლმა, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.


სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
