და ვინჩის 7 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია
ლეონარდო და ვინჩი რენესანსის და იტალიური ხელოვნების სიმბოლო, გამომგონებელი და ფილოსოფოსი, ყოვლისმომცველი მხატვარი და ნათელი გონება გახლავთ, რომელმაც ფერწერაში უამრავი ამოუხსნელი საიდუმლო დატოვა.
1. ბოლოდროინდელი აღმოჩენა, რომელიც იზაბელა დ’ესტეს პორტრეტს ეხება
იზაბელა დ’ესტეს პორტრეტი სულ ახლახან აღმოაჩინეს და, მეცნიერთა აზრით, ის ლეონარდო და ვინჩის ნახატია. ამას მოწმობს ნახატის შექმნის დროს გამოყენებული მასალა, რომელიც დავინჩის სხვა შედევრების დროს გამოყენებული მასალების იდენტურია. გარდა ამისა, ქალი თავისი იერით წარმოუდგენლად ჰგავს მონა ლიზას, განსაკუთრებით მის ღიმილს.
იზაბელა დ’ესტეს პორტრეტი დაახლოებით, XVI საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. ის შვეიცარიაში, კერძო კოლექციაში იპოვეს და რენესანსის ეპოქის ექსპერტმა დაადასტურა ტილოს ნამდვილობა და ლეონარდო და ვინჩის ავტორობა დაადასტურა.
არსებული დოკუმენტების თანახმად, ლეონარდო იზაბელას პირველად 1499 წელს შეხვდა. ამ დროს ის მარკიზა იყო და მხატვარი თავის სახლში მიიწვია, რომელი მანტუაში მდებარეობდა. იზაბელა ცნობილი იყო, როგორც ხელოვანთა მფარველი და იტალიის რენესანსის წამყვანი ფიგურა გახლდათ. მისი ჩაცმულობის სტილმა ქალის მოდის ტენდენციებზე იტალიასა და საფრანგეთში დიდი გავლენა მოახდინა.
ერთხელ, მარკიზასთან სტუმრად მყოფმა და ვინჩიმ ქალის პროფილის ჩანახატი შექმნა. დ'ესტე იმდენად მოიხიბლა ნამუშევრით, რომ მხატვარს ესკიზის ნახატად ქცევა სთხოვა და ისიც დაჰპირდა, რომ საქმეს დაასრულებდა. ერთ- ერთი ისტორიული ცნობის თანახმად, ლეონარდომ დანაპირები შეასრულა - 1517 წელს, საფრანგეთში ყოფნისას, ლეონარდომ კარდინალ ლუიჯი დ'არაგონას ნახატების სერია წარუდგინა. კარდინალის თანაშემწის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ჩვენ ვნახეთ ზეთის საღებავით შესრულებული ნახატი ვინმე ლომბარდიელი ქალისა“.
2. და ვინჩის აღმოსავლური ფესვები
ლეონარდოს დედის შესახებ ბოლო დრომდე ძალიან ცოტა ინფორმაცია გვქონდა. ვიცით, რომ ის გლეხის ქალი იყო, ეკატერინე ერქვა და შვილი ახალგაზრდა ნოტარიუსისგან, პიერო ფრუოზინო და ვინჩისგან შეეძინა. ბავშვის გაჩენისთანავე პიერო და ვინჩიმ ეკატერინე მიატოვა. ლეონარდოს დაბადების ზუსტი თარიღი ბაბუას დღიურში გაკეთებული ჩანაწერის წყალობით გახდა ცნობილი: „1452 წლის 15 აპრილს, შაბათს, ღამის სამ საათზე დაიბადა ჩემი შვილიშვილი, ჩემი შვილის, პიეროს ვაჟი. ბავშვს ლეონარდო დაარქვეს. ის მამა პიერო დი ბარტოლომეომ მონათლა”.
არსებობს საინტერესო თეორია, რომლის თანახმადაც მხატვრის დედა აღმოსავლური წარმოშობის ქალი იყო. 2006 წელს კიეტისა და პესკარას უნივერსიტეტების მკვლევარებმა ლეონარდოს მარცხენა საჩვენებელი თითის ანაბეჭდის აღდგენა შეძლეს და საოცარი შედეგი მიიღეს - თითის სტრუქტურა არაბული წარმოშობის ხალხისთვის დამახასიათებელი გახლდათ. იმ ეპოქაში სახელი ეკატერინე გავრცელებული იყო ქალებში, რომლებმაც რწმენა შეიცვალეს და კათოლიკურ სარწმუნოებას ეზიარნენ. ზოგი მკვლევარის აზრით, ლეონარდოს დედა შეიძლება აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი მონა ქალი ყოფილიყო.
3. მონა ლიზა - მართლა ლეონარდოს ავტოპორტრეტია?
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ნახატს და დაუსრულებელი ინტრიგების წყაროს უამრავი მითი და საიდუმლო უკავშირდება. 1986 წელს კომპიუტერულმა მხატვარმა ლილიან შვარცმა, ახალი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, მონა ლიზასა და და ვინჩის პორტრეტები შეადარა და დაასკვნა, რომ პროგრამაში ერთი სახე გამოჩნდა და ის ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
მეორე პროგრამის გამოყენებით, ლილიანმა ლეონარდოს ტუჩის კუთხეების აწევა და მონა ლიზას ღიმილთან შედარებაც მოახერხა. ამის შემდეგ ლილიანი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მონა ლიზა და ვინჩის ავტოპორტრეტია.
10 წლის წინ კი სიტუაცია ისევ შეიცვალა. ნახატზე, რომელიც ლილიან შვარცის კვლევის შემდეგ ავტოპორტრეტად ჩაითვალა, ახლა ფიქრობენ, რომ იტალიელი ვაჭრის მეუღლე, ლიზა ჯერარდინია გამოსახული.
2010 წელს მკვლევარებმა მონა ლიზას მარცხენა თვალში ასო S აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სფორცას გავლენიან ოჯახს აღნიშნავდა, ხოლო მარჯვენა თვალში ინიციალები LV აღმოაჩინეს, რაც ლეონარდო და ვინჩის ავტორობას აღნიშნავდა. ნახატის უკანა ფონზე გამოსახული თაღოვანი ხიდის ქვეშ რიცხვი 72 აღმოაჩინეს, რომელიც ებრაულ მისტიციზმში მნიშვნელოვანი რიცხვია.
4. შეცდომა ნახატზე „სამყაროს მხსნელი“
თუ ნახატს კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ სფერო, რომელიც იესოს ხელში უჭირავს, გამჭვირვალეა. ლეონარდოს, რომელიც ოპტიკის კანონებს შეისწავლიდა, უნდა სცოდნოდა, რომ ბროლის სფეროს მიღმა ფონი უცვლელი ვერ დარჩებოდა. ის ოდნავ გადიდებული და დეფორმირებული უნდა იყოს. შეეძლო თუ არა გენიალურ გამომგონებელსა და ანატომს ასეთი შეცდომა დაეშვა?
5. საოცარი ფაქტი „საიდუმლო სერობის“ შესახებ
შესაძლებელია, რომ ცნობილ ტილოზე ქრისტე და იუდა რამემ გააერთიანოს? გადმოცემის თანახმად, ლეონარდომ როგორც იესოს, ისე იუდას გამოსახულებისთვის მოდელად ერთი და იგივე ნატურა გამოიყენა.
არსებობს თეორია, რომ და ვინჩიმ იესოს გამოსახულებისთვის მოდელი საეკლესიო გუნდში აღმოაჩინა, სადაც ის მსახურობდა.
მოგვიანებით, როდესაც ნახატი თითქმის დასრულებული იყო, ლეონარდო მოდელს იუდასთვის არჩევდა. მხატვარი ქუჩაში, საწვიმარ არხში ჩაწოლილ მთვრალ კაცს წააწყდა და გადაწყვიტა, რომ იუდას როლისთვის საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა.
როდესაც და ვინჩიმ იუდას გამოსახულების ხატვა დაასრულა, მამაკაცმა აღიარა, რომ იგივე ადამიანი იყო, რომელიც და ვინჩიმ ადრე ქრისტეს გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენა.
6. ისევ „საიდუმლო სერობა“
ამ ნახატზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ჩანს - გადაბრუნებული სამარილე იუდას გვერდით. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება დაბნეულ მარილთან დაკავშირებული ცრურწმენა. ტილოზე ასახულია მომენტი, როდესაც იესო ამბობს, რომ სუფრასთან მყოფთაგან ვიღაც მალე უღალატებს.
7. უნიკალური ესკიზები ნახატისთვის „მადონა კლდეებში“
500 წლის შედევრის ქვეშ მკვლევარებმა უცხო ესკიზები აღმოაჩინეს. ლეონარდ და ვინჩის „მადონა კლდეებში“ მხატვრის ორიგინალური ესკიზებს მალავს, რომლებსაც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის და ეროვნული გალერეის მკვლევარებმა მიაგნეს.
ნახატის სკანირებისა და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, მკვლევარებმა ტილოზე ანგელოზისა და ჩვილი ქრისტეს ფარული ფიგურების აღმოჩენა შეძლეს. ყველა ფიგურა ტილოს ზედა ნაწილშია განლაგებული. ესკიზში ანგელოზი ჩვილ ქრისტეს ეხუტება, ხოლო მადონა მათ სიყვარულით შეჰყურებს.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი