თუ ბედნიერება დასრულდა, დაფიქრდი, სად დაუშვი შეცდომა - ლევ ტოლსტოის გამონათქვამები

1828 წლის 9 სექტემბერს ლევ ტოლსტოი დაიბადა.

დიდი ანტონ ჩეხოვი ამბობდა, რომ მას ტოლსტოი უყვარდა ისე, როგორც არც ერთი ადამიანი არ ჰყვარებია და როდესაც ლიტერატურაში არსებობს ტილსტოი, ბედნიერებაა იყო მწერალი, რადგანაც იმ შემთხვევაშიც, თუ გააცნობიერებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ შეგიქმნია, არ გეშინია, რადგანაც იცი, რომ ამას შენს მაგივრად ტოლსტოი გააკეთებს…


ტოლსტოის რომანები ლიტერატურული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა. „ომი და მშვიდობას“ ხშირად უწოდებენ როგორც ყველაზე დიდ რომანს. თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში ტოლსტოი ფართოდ აღიარებულია, როგორც პერსონაჟის უგონო მოტივების აღწერის ნიმუშის მფლობელი, რომლის დახვეწა ის დაიცვა, რაც ხაზს უსვამს ყოველდღიური მოქმედებების როლს ხალხის ბუნებისა და მიზნების განსაზღვრისას.

 

გთავაზობთ ტოლსტოის გამონათქვამებს:

 

1. ხელისუფლების ძალაუფლება ეყრდნობა ხალხის უმეცრებას, მან ეს იცის და ამიტომ მუდამ იბრძვის განათლების წინააღმდეგ, დროა ეს გავიგოთ.

2. ყველამ საკუთარი კარის წინ რომ მოხვეტოს, მთელი ქუჩა სუფთა იქნება.
 
3. ჩვენ ადამიანებს ვყოფთ კეთილებად, ბოროტებად, უგნურებადგონიერებად — ესაა ჩვენი მთავარი შეცდომა, რომელსაც, როგორც წესი, ვუშვებთ. ადამიანი დინებაა და მასში თავს იყრის  გარდაქმნის ყველა შესაძლებლობა — იყო სულელი, გახდა ჭკვიანი, იყო ბოროტი, გახდა კეთილი და პირიქით. ამაშია მთელი დიდებულება. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ადამიანების განკითხვა. შენ განიკითხე და ის უკვე სხვაა.

4.  ყოველთვის გვგონია, რომ ვუყვარვართ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგები ვართ და ვერ ვხვდებით, რომ კარგები ისინი არიან, ვისაც ვუყვარვართ.

5. ძლიერი ადამიანები ყოველთვის ძალიან უბრალოები არიან.

6. ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.
7. სიყვარულის გარეშე ცხოვრება გაცილებით მარტივია, მაგრამ აზრისგან დაცლილი.
 
8. მე არ მაქვს ყველაფერი, რაც მიყვარს, მაგრამ რაც მაქვს ყველაფერი მიყვარს.

9. სანამ სიცოცხლეა, ბედნიერებაც არის. წინ ბევრი, ბევრი რამეა.

10. პატივისცემა მოიგონეს იმ თავისუფალი ადგილის დასაფარავად, რომელიც სიყვარულს უნდა ეკავოს.

11. დიდი ჭეშმარიტებები ყველაზე უბრალოა.

12. საქმე იმაში არაა, რომ ბევრი იცოდეთ, მთავარია ამოიღოთ საჭირო ინფორმაცია ყველაფრისგან, რაც შეიძლება იცოდეთ.

13. ხალხი ხშირად ამაყობს თავისი სუფთა სინდისით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოკლე მეხსიერება აქვთ.

14. არ არსებობს ისეთი არამზადა, რომელსაც საკუთარ თავში ვერ იპოვნი, გარკვეულ ურთიერთობებში შენზე უარესი არამზადა შეიძლება არც არსებობდეს. ამიტომ ბევრი მიზეზი არც გვაქვს ვიყოთ ამაყი და საკუთარი თავით კმაყოფილი.

15. ბოროტება ჩვენშია, ერთი სიტყვით იქ, საიდანაც ის შეიძლება წაშალო.

16. ყველა გეგმებს აწყობს და ზუსტად არავინ იცის იცოცხლებს თუ არა საღამომდე.

17. ყველანაირი რწმენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი აძლევს ცხოვრებას ისეთ აზრს, რომლის წაშლაც სიკვდილს არ შეუძლია.
 
18. ბედნიერება სწორედ იმ სახლში შედის, სადაც კარგი განწყობა სუფევს.
 
19. ადამიანი ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს, თუ ბედნიერება დასრულდა, დაფიქრდი, სად დაუშვი შეცდომა.

20. მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების აზრი ყველა ჩვენგანისათვის არის საკუთარ თავში სიყვარულის აღზრდა.

წაკითხვა 2090 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.