აფხაზეთის ქალაქები ციფრულ მასალებში - როგორია რუსეთის არქივებში "აღმოჩენილი" რეგიონის ისტორია
სოხუმში, აფხაზეთის ტურიზმისა და ურბანული განვითარების ისტორიაში პირველი ციფრული საარქივო დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა, რომელშიც აფხაზური მედიის ცნობით, აქამდე უცნობი დოკუმენტებიც გამოიფინა.
მაგალითად ისეთი, როგორიც არის სოხუმის გეგმა, რომელიც 1907 წელს საბჭოთა საქართველოს საარჩევნო ოლქების რუკების შედგენის დროს არის დახაზული...
პროექტის ახალგაზრდა ავტორების თქმით, უკვე დაწყებულია აფხაზეთის ქალაქებისა და დაბების გასაბჭოებამდელი ტოპონიმების მოძიება და "ისტორიის თანდართვით მათი ქალაქების შესასვლელთან სტენდებზე განთავსება, რათა ტურისტმა იცოდეს მისი ნამდვილი ისტორია".
პროექტის ავტორების, მილანა ბჟანიასა და ანასტასია კნიაზევას თქმით, გამოფენა აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და "აფხაზეთის რესპუბლიკაში დაცული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენას" ემსახურებოდა.
კვლევითი სამუშაოები აფხაზმა სტუდენტებმა რუსეთის არქივებსა და ისტორიული საარქივო მასალების ინსტიტუტში აწარმოეს. კერძოდ, საუბარია რუსეთის სახელმწიფო არქივზე, ასევე რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო, კინოფოტოდოკუმენტების სახელმწიფო და მეცნიერებათა აკადემიის არქივებზე.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის "საარქივო საქმეების" ფაკულტეტის სტუდენტის მილანა ბჟანიას თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია 14 სტენდი, რომელიც მოიცავს "აფხაზეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს და საბჭოთა საქართველოს დროინდელ საარჩევნო ოლქების რუკებს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი.
"შემდეგი მარშრუტია "გაგრა-რიწა" და ამ ტერიტორიებზე განთავსებული ტურისტული მარშრუტები, რომელზეც საექსკურსიო ავტობუსების ფოტო-მასალაა აღნუსხული... გაგრასა და რიწაში სულ სამი სტენდია – ახალ ათონამდე... ასევე სამი სტენდი გვაქვს სოხუმში. აფხაზეთის დედაქალაქის შესახებ ისტორიულ დოკუმენტებს რუსეთის სახელმწიფო არქივში მივაგენით... საუბარია, იმ ფოტომასალებზე, რომელიც ძველ სოხუმშია გადაღებული, მაგალითად ქალაქში არსებულ რუსთაველის ძეგლზე, რომელიც უკვე აიღეს, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებულ ფოტოებშია შემორჩენილი, სადაც ჩანს თუ როგორ გამოიყურებოდა იქაურობა 1949 წელს..." - ამბობს ბჟანია.
რუსთაველის ძეგლი სოხუმში
პროექტის ავტორები ასევე იხსენებენ ფოტო-კადრებში შემორჩენილ, გულრიფშის რაიონში არსებულ ციტრუსის მეურნეობა "ილიჩსა" და ლენინის სახელობის საკავშირო ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც 1956 წელს არის გადაღებული და რომელსაც საბჭოთა ექსკურსიის მარშრუტში საპატიო ადგილი ეკავა...
პროექტის თანაავტორი, რუსეთის ჰუმანიტარული სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ანასტასია კნიაზევაა, რომელიც წარმოშობით კიროვის ოლქიდან არი. მისი თქმით, "აფხაზეთის ისტორიით ძალიან დაინტერესდა".
"აფხაზეთში პირველად ორი წლის ჩამოვედი, როდესაც მილანა ბჟანიამ სოხუმში გამართა ფორუმი "არქივის ისტორია და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები". მაშინ გავეცანი აფხაზეთის საარქივო მასალებსა და შევიტყვე მისი ტრაგიკული ბედის შესახებ; ვგულისხმობს 1992 წლის ფაქტს, როდესაც ის დაიწვა და განადგურდა... მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ვეწვიეთ მოსკოვის ფედერალურ არქივს და დავიწყეთ საჭირო დოკუმენტების მოძიება...
მაშინ მივხვდი, რომ ისინი ინახავენ ჩვენი ქვეყნების ისტორიასა და ახლო ურთიერთობებს, ჯერ კიდევ ადრინდელი წლებიდან აფხაზურ ოჯახებსა და ქალაქებზე... ეს ყველაფერი ახლანდელი აფხაზეთისთვის ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია, რადგან მასში ასახულია საბჭოთა წლები, მაშინდელი სისტემა... აქ ჩამოსულმა ტურისტმა უნდა იცოდეს, რა იყო სინამდვილეში და სად არის სიმართლე..." - აცხადებს კნიაზევა აფხაზურ მედიასთან საუბარში.
საბჭოთა მფრინავი ივან პაპარინი სოხუმში, 1940 წელი
მილანა ბჟანიას თქმით, ასევე თითქმის დასრულებულია აფხაზეთში რევოლუციური მოძრაობის შესახებ არსებული ისტორიული მასალების შეგროვება და უახლოეს ხანებში აფხაზეთის "სახელმწიფოს ისტორიულ-საარქივო ინსტიტუტის" ვებგვერდზე განთავსდება.
წყარო: ambebi.ge
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი