Instagram-ი წაშლის სურათებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს ზიანს აყენებს
ყველა სურათი, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, Instagram-იდან წაიშლება.
ამის შესახებ პლატფორმის ხელმძღვანელმა BBC-ის განუცხადა.
გადაწყვეტილება Instagram-მა მას შემდეგ მიიღო, რაც 14 წლის ბრიტანელმა გოგომ სიცოცხლე 2017 წელს თვითმკვლელობით დაასრულა. უბედურ შემთხვევამდე მოლი რასელი Instagram-ზე სურათებს ათვალიერებდა.
ადამ მოსერის თქმით, Instagram-ი მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს.
Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. დღევანდელი მონაცემებით, ფოტოების გაზიარების პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.
