რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რადგან ინტერესი გაჩნდა, მოკლედ გეტყვით, რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურ მოთხოვნას აერთიანებს:
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკის შესაქმნელად სავალდებულოა მინიმუმ 50 მილიონი ლარის განთავსება. ეს არის საწესდებო კაპიტალი, ე.წ. ბუფერი, რომელიც ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად ინახება და მისი საოპერაციო ხარჯებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
50 მილიონის მიღმა, ბანკის ინფრასტრუქტურის ნულიდან მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარია საჭირო. ეს მოიცავს ძირითადი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და პროფესიონალი გუნდის შენახვას.
მარეგულირებელი ითხოვს კაპიტალის წარმომავლობის სრულ დადასტურებას. მფლობელობის სტრუქტურა ბოლომდე ნათელი უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ფულის გათეთრებისა და სხვა სისტემური რისკები.
ინვესტორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტს უნდა ჰქონდეთ უნაკლო პროფესიული და ფინანსური რეპუტაცია. მსგავს ინსტიტუტში სრულად დაუშვებელია ინტერესთა კონფლიქტი.
აუცილებელია დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები და რისკების მართვის გამართული, საერთაშორისო დონის ჩარჩო.
ასე რომ, საბანკო ლიცენზიის მოპოვება რეპუტაციის, სანდოობისა და რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უმკაცრესი ტესტია და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის დასტური,"- წერს გიორგი კეპულაძე.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
