რატომ ატარებდნენ ევროპელები ამ უზარმაზარ, მოუხერხებელ საყელოებს?
ძველი ევროპელი მხატვრების პორტრეტებზე უზარმაზარი თეთრი საყელოს დანახვისას, რომელიც თითქოს მფლობელს ახრჩობდა, ალბათ ბევრს უფიქრია, რა საჭიროა ასეთი მოუხერხებელი აქსესუარის ტარება, რომელიც არც ლამაზია და არც მოხერხებული.
საყელოს, რომელიც XVI საუკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა, გორგერას უწოდებდნენ.
თავდაპირველად, ის მცირე ზომის იყო, მაგრამ 1564 წელს ყველაფერი შეიცვალა. ამ წელს ინგლისში ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით სახამებლის დამზადება ისწავლეს. შედეგად, გახამებული ნივთების სიმტკიცე იმდენად გაიზარდა, რომ კოკისპირული წვიმაც კი ვერაფერს აკლებდა. სიახლეებისა და ექსპერიმენტების მოყვარულებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და გახამებული საყელოს ზომის გაზრდა სცადეს. იდეა მალე ყველამ აიტაცა.
***
თავიდან გორგერა საყელოზე იყო მიმაგრებული, მოგვიანებით ის გარდერობის დამოუკიდებელ ელემენტად იქცა, რამაც მისი მოვლა გაამარტივა.
გორგერას დასამზადებლად ქსოვილის გახამებამდე საჭირო იყო მისი დაწნეხვა, სპეციალური, უთოს მსგავსი ხელსაწყოთი გაშრობა, დაგოფვრა და საბოლოოდ, ფორმის მისაღებად ლითონის ჩარჩოში მოთავსება.
ზოგმა გორგერას „წისქვილის ქვა“ შეარქვა, რადგან 20 სანტიმეტრიან საყელოს 600-ჯერ დაკეცილი, 5 მეტრი ქსოვილი სჭირდებოდა.
***
რატომ იკეთებდნენ გორგერას?
ამ საყელოს მიზანი პიროვნების სოციალური სტატუსის, მნიშვნელობისა და სიმდიდრის ხაზგასმა იყო. გორგერა იმდენად ძვირი ღირდა, რომ მისი შეძენა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ.
საყელოს უხერხულობასაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - თუ ადამიანი თავს ასეთი საყელოს ტარების უფლებას აძლევდა, მას მუშაობა არ სჭირდებოდა. ფართო მაქმანის საყელო ჭამის დროსაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო, ამიტომ მის მფლობელს ჭამა მხოლოდ დანა-ჩანგალით შეეძლო, რითაც სუფრასთან მოქცევის წესების ცოდნის დემონსტრირებას ახდენდა.
გორგერას მფლობელს თავი მუდმივად მაღლა აწეული უნდა ჰქონოდა, რაც თავდაჯერებას მატებდა.
მდიდრებს „ბინძური“ სამუშაოს კეთება არ სჭირდებოდათ - ამას მსახურები აკეთებდნენ, მდიდრები კი გორგერას მდგომარეობას აკვირდებოდნენ.
***
ამ ამბავს მეორე მხარეც ჰქონდა - სახამებლის წარმოებას დიდი რაოდენობის მარცვლეული სჭირდებოდა, რამაც ინგლისის მარაგებზე ძალიან იმოქმედა. მდიდრების კაპრიზებისა და მარცვლეულის ირაციონალური გამოყენების გამო, ღარიბებს შიმშილობა უწევდათ, ამიტომ გორგერას მოდას მალე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
საფრანგეთში „წისქვილის ქვას“ იმდროინდელმა ეკლესია და მოაზროვნეები დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გორგერა მდიდარი და კეთილშობილი ადამიანების „განმასხვავებელ ნიშნად“ იქცა, დროთა განმავლობაში მან აქტუალობა დაკარგა. უცნაური საყელო ისეთმა აქსესუარებმა ჩაანაცვლა, როგორიცაა ჰალსტუხი, მოსახსნელი საყელო და ა.შ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი