რა გავლენას ახდენს ორგანოებზე დღეში 3 ჭიქა ყავა?
მრავალი წლის განმავლობაში ყავა კამათს იწვევდა: მეცნიერები იკვლევდნენ, კოფეინის მუდმივი მოხმარება ჯანმრთელ ადამიანზე კარგ გავლენას ახდენდა თუ არა. ბოლო კვლევები გაახარებთ მათ, ვინც ამ არომატულ სასმელზე გიჟდება, - ყავას ორგანიზმისთვის სარგებელი მოაქვს, არათუ ზიანს აყენებს მას.
ყავის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მოულოდნელი და ყურადღების ღირსია. ამის ნათელი მაგალითია - ყავის მოქმედება ღვიძლზე. ღვიძლი და ყავა ყოველთვის ანტაგონისტები იყვნენ. ვის არ სმენია, რომ ყავა ღვიძლისთვის საკმაოდ მძიმე პროდუქტია? დასკვნის მიხედვით, რომელიც მეცნიერებმა ღვიძლით დაავადებულ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად გააკეთეს, ყავას შეიძლება მედიკამენტი ვუწოდოთ.
ყავის სასარგებლო თვისებები
ეს სასმელი ღვიძლში ღვიძლის ფერმენტის დონეს ამცირებს და ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურს ამცირებს. C ჰეპატიტით დაავადებულმა ადამიანებმა ყავა უნდა დალიონ, რომ დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვეულებრივ ყავას, არამედ ყავას, რომელიც კოფეინს არ შეიცავს! ერთადერთი პროდუქტი, რომლის მიღებაც ნამდვილად არ ღირს, ხსნადი ყავაა. ხსნად ყავას სარგებელი არ მოაქვს.
სიმსივნის დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (მერილენდის შტატი, აშშ) ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებიც ადასტურებს, რომ ყავა სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს, ასევე C ჰეპატიტით გამოწვეულ ღვიძლის ციროზის მაჩვენებლის ზრდას ამცირებს.
უფრო დაბალი ინსულინი და ნაკლებად გამოხატული ცხიმოვანი ჰეპატოზის სიმძიმე გამოუვლინდა ყველა პაციენტს, რომლებიც დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ყავას მიირთმევდნენ. ექსპერიმენტი თითქმის 4 წელი მიმდინარეობდა და ამ დროის განმავლობაში მეცნიერები ყავის უდავო სასარგებლო თვისებების შესახებ დარწმუნდნენ.
ყავა გასაოცარი პროდუქტია. ის სასარგებლოა არა მხოლოდ ღვიძლისთვის. ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტების იმავე რაოდენობას, რამდენსაც ხილი და ბოსტნეული! თუ რაიმე სახის ინფექციის გეშინიათ, ყავა უფრო ხშირად დალიეთ. ყავას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ინფექციის განვითარებას ხელს უშლის.
ყავა სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ასე რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ამ სასმლით თავს ინებივრებენ, საკუთარ თავს მე-2 ტიპის დიაბეტისგან იცავენ. რა თქმა უნდა, ყავის ცხიმიან და ტკბილ საკვებთან კომბინაცია რეკომენდებული არაა, რადგან ასე სისხლში შაქრის დონე მოიმატებს. უმჯობესია, თუ ყავას რძესთან ერთად დალევთ და მას ჩირს ან კაკალს მიაყოლებთ.
დღეში 3 ჭიქა ყავის დალევით ბედნიერი მომავლისთვის ინვესტიციას აკეთებთ. ყავა ალცჰეიმერისდაავადებას 65%-ით ამცირებს. სიბერეში მეხსიერების დაკარგვის არ შეგეშინდებათ, ხოლო ტვინი შეფერხების გარეშე დიდხანს იმუშავებს.
წყარო: intermedia.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში