შოკოლადის ისტორია

 სიტყვა "შოკოლადი" კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის "ჩოკოლატლის" დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების (უძველესი, კოლუმბამდელი ცივილიზაცია) ენაზე "ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო "ატლი" წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია,რომლებიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.

 

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      წარმომავლობის მიხედვით კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ამერიკული, აფრიკული და აზიური.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      ხარისხის მიხედვით კი იგი ორ ჯგუფად იყოფა:

  1. კეთილშობილი, რომელსაც ჰაეროვანი და სასიამოვნო არომატი აქვს და
  2. ორდინალური, რომელიც მომჟავო-მომწარო გემოთი და ძლიერი არომატით გამოირჩევა.

      რამდენიმე ცნობილი სახეობაა:

  • მწარე შოკოლადი – სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს.
  • შავი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, რომელიც მინიმუმ 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს შეიცავს.
  • ტკბილ-მწარე შოკოლადი – შოკოლადი კაკაოს მაღალი კონცენტრაციით და მომწარო გემოთი. იგი ფართოდ გამოიყენება პიკანტური დესერტების დასამზადებლად.
  • რძიანი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატით.
  • თეთრი შოკოლადი – რომელიც მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან,მას აქვს თეთრი ფერი.
  • კაკაოს ფხვნილი – კაკაო გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და ფხვიერ მდგომარეობაშია. ის ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.
  • თხევადი შოკოლადი – იგი შეიძლება მომზადდეს, როგორც შავი შოკოლადისაგან, ასევე კაკაოს ფხვნილისგან, რძისა და შაქრის დამატებით.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ.

      შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

      შოკოლადის მიღებისათვის , სხვადსხვა ინგრედიენტების დამატატება დაიწყეს. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, მას ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და "ღმერთების სასმელსაც" კი უწოდებდნენ.

      1674 წელს გამოჩნდა რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი შოკოლადის ფილა კი დაამზადა კომპანიამ
Fry & Sons ბრენდით Chocolat Delicieux a Manger.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      პირველი რძიანი შოკოლადი გამოჩნდა შვეიცარიაში, რის შემდეგაც შვეიცარიულმა ფირმა "Nestlé" - მ პოპულარობა მოიპოვა.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      1879 წელს რუდოლფ ლინდტმა ბერნიდან გამოუშვა შოკოლადი, რომელიც პირში დნებოდა. მან გამოიგონა შოკოლადის ნელა შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      პირველი შოკოლადი შიგთავსით გამოჩნდა 1913 წელს.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში.შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა.

      შოკოლადის წარმოებით მთელს მსოფლიოშია დაკავებულია, როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: "Hersh", "Nestle", "Scharffen Berger" ა.შ.

      შოკოლადს კარგ არომატთან ერთად ბევრი დადებითი თვისება აქვს. იგი მატებს ენერგიას, აუმჯობესებს აზროვნებას, ხსნის დაღლილობას, ამასთანავე კარგ განწყობას გვიქმნის.

qwelly.com

წაკითხვა 2638 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 26 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.