აირჩიეთ მაგიური ქვა და გაიგეთ თქვენი ცხოვრების გზის საიდუმლო

1. ოპალიტი (მთის ქვა)

თავისუფლებისკენ ისწრაფვით. გსურთ მოძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც მშვიდად იქნებით. მოდუნებისა და ფიქრის საშუალება მოგეცემათ. თქვენ შეგიძლიათ, ხელის ერთი მოსმით გადაშალოთ წარსული და ცხოვრება თავიდან დაიწყოთ. თუმცა, დარწმუნებული არ ხართ, რომ დღეს სწორ გზაზე დგახართ. ეს ქვა მიუთითებს, რომ ყოველდღიური საქმეებით ისე ხართ დატვირთული, რომ ფიქრის, დასვენებისა და სიმშვიდის დრო არ გრჩებათ.

 

გადახედეთ წარსულს და ნახავთ, რას მიაღწიეთ, რისი შეცვლა შეგიძლიათ მომავალში. როგორც კი დამშვიდდებით, გაანალიზებთ საკუთარ ცხოვრებას, თქვენს გულში სიმშვიდე დაისადგურებს. გამოგიჩნდებათ ახალი აზრები, ფიქრები და გეგმები. ეს ანგელოზების ქვაა. რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში და სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

 

2. მწვანე მალაქიტი

თუ ეს ქვა მოგეწონათ, ესეიგი თქვენ ცხოვრების კარდინალურად შესაცვლელად მზად ხართ. ცვლილება შეიძლება ეხებოდეს სამსახურს, საცხოვრებელ მისამართს. ეს ქვა მიუთითებს, რომ ყოველდღიური საქმეებით ისე ხართ დატვირთული, რომ ფიქრის, დასვენებისა და სიმშვიდის დრო არ გრჩებათ.


გადახედეთ წარსულს და ნახავთ, რას მიაღწიეთ, რისი შეცვლა შეგიძლიათ მომავალში. როგორც კი დამშვიდდებით, გაანალიზებთ საკუთარ ცხოვრებას, თქვენს გულში სიმშვიდე დაისადგურებს. გამოგიჩნდებათ ახალი აზრები, ფიქრები და გეგმები. ეს ანგელოზების ქვაა. რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში და სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

 

3. მზის ქვა

წარმოიდგინეთ, რომ ახალგაღვიძებული, პირველს, რასაც იგრძნობთ, ბედნიერებაა. რომ იდეალური დღე გელით. როცა გულს ბედნიერებას, სიხარულს გაუღებთ, თქვენი ცხოვრება უფრო მეტი და მეტი დადებითი მომენტით იქნება აღსავსე. ეს კი კიდევ უფრო მეტი მწვერვალის დაპყრობის სურვილს გაგიღვიძებთ. თუ ოცნებობთ მზიან, ღიმილიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეზე, უნდა გაგახაროთ, ეს დღე ხვალ დაიწყება და ყოველი მომდევნო დღე სასიხარულო მომენტებით იქნება აღსავსე.

 

4. ობსიდიანი (წითელი ხე)

თუ ეს ქვა აირჩიეთ, ქვეცნობიერად მზად ხართ, რომ გათავისუფლდეთ ნეგატივისგან და ბედნიერ ადამიანად იქცეთ. მიხვდებით, რომ ბევრ რამეში გაგიმართლათ. მიუხედავად იმისა, რომ წვრილ-წვრილი პრობლემებიც გაქვთ.


გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ის, რასაც განიცდით. ამიტომ ეჭვიანობა, სიბრაზე, წყენა, უნდა მოიცილოთ, ისინი განგრევენ თქვენ. ნეგატიური აზრებისგანაც გათავისუფლდით. ცოტა ხანში კი გამონახავთ ძალას, რომ გათავისუფლდეთ ნეგატივისგან და გული სილამაზეს, სიყვარულს გაუხსნათ. ერთი რამე უნდა დაიმახსოვროთ, მადლიერი უნდა იყოთ იმის, რაც გაქვთ და არ უნდა ინანოთ იმაზე, რაც გაკლიათ.

 

5. გოვლითი

თუ რასაც ამბობთ ხშირად სრულდება ან წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავთ, ეს ნამდვილად თქვენი ქვაა. ზეციური ძალები გიცავენ და მომავალშიც დაგიცავენ ყველაფერი ცუდისგან, მთავარია, თქვენც სწორი გზით იაროთ და არავის უსურვოთ ცუდი.
გოვლითი ბედნიერების მომტანი ქვაა დედებისთვის და მათთვის, ვინც დედობაზე ოცნებობს. იგი წარმატებული და ჯანმრთელი შვილის დაბადებას გიწინასწარმეტყველებთ.

 

6. დალმატინ ჯასპერი

დროა, ცხოვრება სიამოვნებით, პოზიტივით, იუმორიით აავსოთ. მზად ხართ თავგადასავლებისა და გართობისთვის. მაგრამ იუმორი სარკაზმში ნუ აგრევათ, ადამიანების უბედურებას ნუ დასცინებთ. თავად უნდა გახდეთ პოზიტივის მომტანი გარშემო მყოფებითვის.
ცხოვრებისეულ რთულ მომენტებსაც კი იუმორით უნდა შეხედოთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ცუდი მალე დამთავრდება და ხვალ ისევ გამოანათებს მზე.


დალმატინ ჯასპერი - მოწევასთან ბრძოლის სიმბოლოა და თუ გადაწყვეტილი გაქვთ, სიგარეტის მოწევას თავი დაანებოთ, ნუღარ გადადებთ,  ამოქმედდით.

 

https://marao.ge/

წაკითხვა 1298 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.