ვინ არის 30 წლის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს
ელიზავეტა (ლიზა) იასკო - დაბადებული 1990 წლის 17 ოქტომბერს - ვკითხულობთ ქალის შესახებ, რომელიც ერთი საათის წინ მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი კი გავრცელებული ვიდეო გახლდათ, სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული. ვიდეოში ექსპრეზიდენტი ამბობს:
"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც. ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება".
ლიზას მიერ გავრცელებული ვიდეო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ექსპრეზიდენტის ყველაზე ერთგული მხარდამჭერებისთვისაც. უცნაურია, რატომ გამოაქვეყნა ახლა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ერთ საათში. აქვე გეტყვით, რომ ექსპრეზიდენტი ერთი კვირის წინ სანდრასთან და ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში ისვენებდა. მაშინ მხარდამჭერები უწერდნენ რომ ძალიან გაუხარდათ მიშასი და სანდრას ისევ ერთად დანახვა.
ლიზა უკრაინელი პოლიტიკოსი, კულტურულ საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. 2019 წლის 29 აგვისტოდან ქალი უკრაინის უმაღლესი რადის წევრი და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია ევროსაბჭოში.
ლიზასა და საქართველოს ექსპრეზიდენტის რომანზე რუსული მედია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა. სტატიაში ვკითხულობდით, რომ წყვილი, ლესნიკში მდებარე სააკაშვილის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა.
მათი პირველი ერთობლივი ფოტოები ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა, ძირითადად გადაღებული იყო საქმიან შეხვედრებსა და საერთო გარემოცვაში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. წყვილი ზაფხულიდან მოყოლებული ერთადაა და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ - წერდა გამოცემა.
"იასკომ არაერთხელ დააყენა საკითხი ყირიმში უკრაინული ენის დაკარგვის საფრთხის შესახებ, ევროპაში ადამიანის უფლებების დამცველ საზოგადოებასთან, როგორც თავად კომისართან, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, ვისაც ეს თემა ეხებოდა. ყოველი ასეთი ჩართვისას, ის სააკაშვილის კაბინეტში იჯდა, უკრაინულ-ქართული პოლიტიკური წიგნების ბიბლიოთეკის ფონზე", - წერს გამოცემა, რომლის ინფორმაციითაც, ბოლო დროს მან და სააკაშვილმა არაერთი ერთობლივი ვიდეომიმართაც გაავრცელეს.
Strana.ua აგრეთვე წერს, რომ იასკომ ნოემბრის დასაწყისში Covid 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, აქედან რამდენიმე კვირაში დაინფიცირდა მიხეილ სააკაშვილიც.
"რის შემდეგაც წყვილი სააკაშვილის სახლიდან სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასლას ტვირთავდა ლიზას საყვარელ ძაღლთან, ჩაკრასთან ერთად, რომელიც მას იუბილეზე აჩუქეს", - წერს გამოცემა, რომლისვე ცნობითაც, უკრაინის პარლამენტში წყვილის კოლეგებისთვის ამ რომანის შესახებ უკვე ცნობილია და "მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ლიზა ბედნირებისგან ანათებს".
ლიზას შესახებ ინფორმაცია ვიდეოს გამოქვეყნებამდე მიხეილ სააკაშვილს არასოდეს დაუდასტურებია. პირიქით, ის პერიოდულად ჩნდებოდა სანდრა რულოვსთან ერთად. თუმცა წლებია დადის ჭორები, რომ ისინი ურთიერთობას მხოლოდ საზოგადოებაში, ოფიციალურად ინარჩუნებდნენ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ რაც დილას გავრცელდა ინფორმაცია რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილი რეალურად ტრუსკავეცკიში იმყოფებოდა. როგორც ჩანს ეს ვერსია მმართველ გუნდს მას შემდეგ გაუჩნდა რაც ლიზა სოციალურ ქსელში ტრუსკავეცკიში მოინიშნა.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი