გვსურს, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომელიც საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთად დღეს კიევში ჩავიდა.
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, - გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არახამიამ ამის შესახებ ვაშინგტონში, „მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა და 579 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.
უკრაინა მზად არის დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო. ნედლეულის მიწოდებას კი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებდა.