ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა,
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის შედეგად განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ხარკოვში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ეკლესია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა,
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, - ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან საუბრისას განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქ ლვოვზე ხუთი სარაკეტო იერიში განახორციელეს.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ლვოვის მერი ანდრეი სადავოი.
„ხუთი მიზანმიმართული სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე. შესაბამისი უწყებები უკვე გაემართნენ ადგილისკენ. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – წერს ქალაქის მერი.
რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასს ადამიანს ტრადიციულად მიმართა, რა დროსაც უკრაინაზეც ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა.