სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა"- ირაკლი რუხაძე
საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„სანამ თავისუფალი სიტყვა არსებობს, ამის გაკეთების საშუალება სააკაშვილს არ ექნებოდა. სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა იმას და ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა – რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც მოხდა 26 მაისს და ყველაფერი სხვა. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე. სრული კონტროლი მედიაზე რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებდა“, – განაცხადა რუხაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
