ფინეთის ყველაზე მრავალტირაჟიან - 130 ათას ეგზემპლარიან საღამოს გაზეთ „ილტა სანომატ“-ში («Ilta-Sanomat») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ჰყიდის“, რომელშიც ერთ-ერთი ფინელი ყოფილი მსახიობის საქმიანობაა გადმოცემული: როცა ვილე ჰააპასალო, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა, მან ქართული ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო (ავტორი - სუვი კერტულა).
რუსული გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») ორი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვაში „თხუნელა“ გაჩნდა: ზედმეტ თვალშისაცემ ფალსიფიკაციას საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის გამოწვევა შეუძლია - ასე მოხდა 2003 წელს საქართველოში“, რომელშიც ბელარუსში საპრეზიდენტო არცევნებისთვის მზადებაა განხილული.
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა, დევიდ კლარკმა თანამდებობა კორონავირუსის დროს დაშვებული შეცდომების გამო დატოვა.
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 593 ადამიანს დაუდასტურდა.
დღეს დილით ბაღდადიდან ჩრდილოეთით "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების დევნის სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრები ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს.