ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვაში „თხუნელა“ გაჩნდა

რუსული გაზეთის „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») ორი ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვაში „თხუნელა“ გაჩნდა: ზედმეტ თვალშისაცემ ფალსიფიკაციას საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის გამოწვევა შეუძლია - ასე მოხდა 2003 წელს საქართველოში“, რომელშიც ბელარუსში საპრეზიდენტო არცევნებისთვის მზადებაა განხილული.

 

როგორც ირკვევა, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელოვნურად უმატებს პრეზიდენტობის ზოგიერთ კანდიდატს შეგროვილი ხელმოწერების რაოდენობას, თანაც არ განმარტავს, რატომ და რა მიზნით. მაგალითად, პარტია „ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული გრომადას“ ლიდერმა სერგეი ჩერეჩნიამ განაცხადა, რომ ცესკოს შესამოწმებლად 106 ათასი ხელმოწერა ჩააბარეს, ცესკომ კი სიაში 143 ათასი ხელმოწერა დაუთვალა. კიდევ ერთი კანდიდატის, ანა კანოპაცკაიას მიერ ჩაბარებული 110 ათასი ხელმოწერის გადამოწმების შემდეგ, ცესკომ განაცხადა, რომ „კანდიდატმა თურმე რაოდენობა არასწორად განსაზღვრა, 110 ათასი კი არა, 146 ათასი ჩაგვაბარაო“.

 

„საინტერესო ისაა, რომ თვითონ კანდიდატები ჩუმად არიან და მხარდამჭერთა ხელმოწერების ხელოვნურ წამატებებს არ აპროტესტებენ“, - წერს ავტორი და იქვე კომენტარს აკეთებს: „ჩვენ სუპერმარკეტში საქონლის ყიდვისას ჩვეულებრივად ჩეკს ვამოწმებთ ხოლმე. თუ შევნიშნავთ, რომ მეტია დაანგარიშებული, მაღაზიის ადმინისტრატორს მივმართავთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოლარე შეცდა და ცოტა გადაგვახდევინა, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით - მოითხოვთ ანგარიშის გადამოწმებას. ჰოდა, ანა კანოპაცკაიაც არაფერს ითხოვს და ჩუმად ხარობს.

 

ამასთან დაკავშირებით გასახსენებელია საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია, რომელსაც საკუთარი ბალით ვაკვირდებოდი. მრავალი წლის განმავლობაში ის არჩევნები, რომლებშიც ედუარდ შევარდნაძე და მისი პარტია იმარჯვებდა ხოლმე, რეგულარულად ყალბდებოდა, მაგრამ ისე მოხერხებულად შეუმჩნევლად, რომ არჩევნების შედეგებს უცხოელი დამკვირვებელები ტაშს უკრავდნენ. მაგრამ უცებ, 2003 წლის შემოდგომაზე საარცევნო უბნებზე შევარდნაძის პარტიისათვის ხმის მისაცემად „საფლავიდან წამომდგარი მკვდრებიც მივიდნენ“... რასაკვირველია, არა პირდაპირი გაგებით - რეალურად მკვდრები საარჩევნო უბნებზე არ დადიან, უბრალოდ, ისინი საარჩევნო სიაში იყვნენ შეტანილნი, თანაც იმდენი რაოდენობით, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა ეს ფაქტი იოლად შენიშნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, საარცევნო სიები იმ ორგანიზაციებმა შეადგინეს, რომლებიც აფილირებულნი (დაკავაშირებულნი) იყვნენ რევოლუციის ლიდერებთან - ზურაბ ჟვანიასთან და მიხეილ სააკაშვილთან. მათ სპეციალურად გააკეთეს ისე, რომ არჩევნების გაყალბება თვალშისაცემი ყოფილიყო...

 

გამოდის, რომ ბელარუსის ცესკოში აშკარად ვიღაც მუშაობს იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოცხადდეს და ეს ვიღაცა ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერი ნამდვილად არ არის. თვით „ბატკო“ კი ნერვიულობს და შეცდომებს უშვებს“.

 

წყარო: https://www.mk.ru/politics/2020/07/01/v-okruzhenii-lukashenko-zavelsya-krot.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 602 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.