ივნისი 24 2024 წაკითხვა 274 ჯერ

უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტი ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ზომები მიმართულია როგორც რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

ივნისი 23 2024 წაკითხვა 264 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 - ხარკოვის ოლქში.

ივნისი 22 2024 წაკითხვა 263 ჯერ

სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 213 ჯერ

მედიის ინფორმაციით, პაკისტანში ტურისტი ყურანის შეურაცხყოფის გამო ლინჩის წესით გაასამართლეს. ის ადგილობრივებმა პოლიციის განყოფილებიდან გაიტაცეს, სადაც სამართალდამცველებს უსაფრთხოების მიზნით ჰყავდათ გადაყვანილი. შედეგად, ტურისტი დაიღუპა.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 337 ჯერ

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ავრცელებს.

ივნისი 21 2024 წაკითხვა 303 ჯერ

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

გვერდი 43 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.