კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 72 ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღევანდელი მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“- ის ტიპის რაკეტები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაუჯერებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალში კიდევ მეტი მოულოდნელი შეხვედრა იქნება.
დონალდ ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის კრემლში შეხვედრა მიმდინარეობს.
სომხეთი აშშ-სთან ერთად ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, არმენ გრიგორიანმა “სომხეთი - დასავლეთ პარტნიორობა - ევროკავშირი, გამოწვევები და შესაძლებლობები” პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს, ალბათ, არ იქნება რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რადგან მას, მისივე შეფასებით, ქვეყნის დატოვების ეშინია.