"რატომ არ შესულა აქამდე ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სასანქციო სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი, რომელიც პუტინის ბრძანებებით საქართველოს დამოუკიდებლობას ანადგურებს?"
უნდა დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა, ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში. ამის შესახებ უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტში (უმაღლეს რადაში) სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“რაც შეეხება სანქციებს, მინდა ვთქვა, რომ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ ამაში. ნახეთ, რა ხდება დღეს საქართველოში.
ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებს მათი ქვეყნის ნამდვილი მეთაური, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, რომელიც რეალურად მართავს საქართველოს. ის უკვე პირდაპირ საუბრობს პუტინის ენით. ამბობს, რომ რუსეთი კი არ დაესხა საქართველოს 2008 წელს, არამედ რაღაც “გლობალური ომის პარტია”. რომ რუსეთი კი არ დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში, არამედ ვიღაც სხვა.
ასე რომ, კითხვა მაქვს: რატომ არ შესულა აქამდე ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სასანქციო სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და პიროვნება, რომელიც პუტინის ბრძანებებით დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ანადგურებს?
ეს უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა ჩვენს რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში. სხვათა შორის, ამ უქმეებზე ოდესაში, შავი ზღვრის უსაფრთხოების პირველ ფორუმზე, ამ რაღაცებზე ვისაუბრეთ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან, მსოფლიოს სურს ამ საკითხში უკრაინის ლიდერობის დანახვა. ჩვენი ლიდერობა, ვინაიდან ჩვენ პირველები ვართ, ვინც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებით. ვინაიდან, ჩვენი სამხრეთ დედაქალაქი, ოდესა, არის შავი ზღვის დედაქალაქი, როგორც შავი ზღვის უდიდესი ქალაქი და პორტი.
ასე რომ, მეგობრებო, სამუშაო გავაკეთოთ: დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში, ხოლო უკრაინის მოქალაქეებისთვის - სისხლის სამართლის კოდექსი ავამოქმედოთ ყველას წინააღმდეგ, ვინც ამას იმსახურებს”, - განაცხადა გონჩარენკომ.
სიახლეები
- "კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
- "მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება - დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი
- „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო
- საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა